დონალდ ტრამპმა ილონ მასკი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა

მსოფლიო 1731480753
ტრამპი და მასკი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, დეპარტამენტი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა.

ილონ მასკის თქმით კი ახალი დეპარტამენტი შოკისმომგვრელი იქნება იმათთვის, ვინც ჩართულია სამთავრობო რესურსების გაფლანგვაში.

მილიარდერი მეწარმის, ილონ მასკის კომპანიების შემადგენლობა მოიცავს ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს, სოციალური მედიის პლატფორმა X-ს და სარაკეტო კომპანია SpaceX-ს.