1726470899
საქართველოში გაზის მოპოვება გაიზარდა, ნავთობის - შემცირდა
საქართველოში ბუნებრივი გაზის მოპოვება გაიზარდა, ნავთობის - შემცირდა.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 16.6 მლნ კუბ. მეტრი გაზი მოიპოვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და გასულ წელთან შედარებით 2.6 მლნ კუბ.მეტრით არის გაზრდილი. დაახლოებით მოპოვების ასეთივე მაჩვენებელი იყო 2021 წელსაც (16 მლნ კუბ.მეტრი)
მოპოვებული გაზიდან ინვესტორების წილი 11.5 მლნ კუბ.მ იყო, სახელმწიფომ კი, წილობრივი ხელშეკრულებების მიხედვით 5.1 მლნ კუბ.მ გაზი მიიღო.
რაც შეეხება ნავთობის მოპოვებას. 2023 წელს 35.3 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, წლიურად კლება 3.8 ათასი ტონაა. აღსანიშნავია, რომ 2009 – 23 წლებში, ნავთობის მოპოვებით 2009 წელი გამოირჩევა, როდესაც ქვეყანაში 57.6 ათასი ტონა „შავი ოქრო“ მოიპოვეს. ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე მოპოვება 2017 წელს იყო - 28.2 ათასი ტონის მაჩვენებლით.
გასულ წელს მოპოვებული ნავთობიდან 22.2 ათასი ტონა ინვესტორების წილი იყო, 13.1 ათასი კი, სახელმწიფოს გადაეცა.
1726640473
ემუქრება თუ არა მსოფლიოს ყავის კრიზისი?ფინჯანი ყავის ფასი, შესაძლოა, ახლო მომავალში, მკვეთრად გაძვირდეს. ყავის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმების ფონზე, ყავის მარცვლების წარმოება გართულდა, რამაც მიწოდების ჯაჭვები ჩამოშალა. ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ბრაზილია აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოში არსებული ყავის 40%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი.ბრაზილია ბოლო ათწლეულის ყველაზე საშინელ გვალვას ებრძვის, ხოლო არაბიკის ჯიშის ყავის ფასი 13-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. ყავის მიწოდება, მართალია, ბოლო პერიოდში, მცირედით აღდგა, მაგრამ ყავის ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, მიწოდების გაზრდა, ყავის ფასზე მყისიერად არ აისახება, მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში სამომავლო პროგნოზის გაკეთება, რთულია. დღეს, კილოგრამი ყავა გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე $5.82-ად ივაჭრება, როცა ერთი კვირის წინ, კილოგრამი ყავა $5.33 ღირდა, ანუ ერთ კვირაში პროდუქტი თითქმის 10%-ით გაძვირდა, ხოლო ერთი წლის ჭრილში ფასი 82%-ითაა გაძვირებული. ბოლოს, ყავის ასეთი ფასი 2011 წლის სექტემბერში დაფიქსირდა.ყავის გლობალურ ბაზარზე მცენარის ორი ძირითადი ჯიში არის წარმოდგენილი - არაბიკა და რობუსტა. არაბიკის ჯიშის მარცვლებისგან მომზადებული ყავა უფრო რბილი და კომპლექსური, მაგრამ მჟავე გემოთი და ხილის ნოტებით გამოირჩევა, როცა რობუსტასგან მომზადებული ყავა უფრო ძლიერი და მწარეა და მიწიერი ნოტებით ხასიათდება. ამასთან, რობუსტასგან უფრო ძლიერი, ანუ კოფეინის მაღალი შემცველობის ყავა მზადდება. არაბიკას ჯიშის ყავას, როგორც წესი, კაფეებში იყენებენ, როცა რობუსტას მთავარი არეალი - ხსნადი ყავაა.არაბიკას და რობუსტას შორის არსებულ ამ განსხვავებებს ის გარემო განაპირობებს, სადაც ყავა იზრდება. არაბიკის ჯიშის ყავის მარცვლები ეკვატორთან ახლოს, ზღვის დონიდან 600-დან 2,000 მეტრამდე შუალედში და შედარებით ცივ ადგილებში იზრდება, როცა რობუსტას ჯიშის ყავის მცენარეს ზღვის დონიდან უფრო დაბალ და შედარებით თბილ ადგილებში ვხვდებით, რის გამოც რობუსტას მოყვანა შედარებით უფრო მარტივია და შესაბამისად, ის უფრო იაფიცაა. თუმცა დაბალი ფასის მიუხედავად, ყავის გლობალური მიწოდების 65% არაბიკის ჯიშის მარცვლებზე მოდის.რაოდენობრივად ყველაზე მეტ ყავას ბრაზილია აწარმოებს, რომელიც გლობალური მიწოდების 40%-ზე არის პასუხისმგებელი. ამასთან, ის არაბიკის ჯიშის ყავის უდიდესი და რობუსტას ჯიშის ყავის რიგით მეორე უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, ვიეტნამის შემდეგ, რომელიც, თავის წილ ყავის რიგით მეორე უდიდესი ექსპორტიორი სახელმწიფოა მსოფლიოში. ხუთეულში ასევე ვხვდებით კოლუმბიას, ინდონეზიას და ჰონდურასს.რაც შეეხება საქართველოში ყავის იმპორტს, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება და 2023 წელს რეკორდული $31.3 მილიონი დოლარი შეადგინა. თან, იმპორტის ზრდის დინამიკა გასულ წლებშიც ფიქსირდება - 2017 წლის შემდეგ, მაგალითად, საქართველოში ყავის იმპორტმა ღირებულებით 83%-ით იმატა, 10-წლიან ჭრილში კი, ზრდა 112%-ია. 2023 წელს, საქართველოში ყავა 38 ქვეყნიდან შემოვიდა, მაგრამ სულ მცირე $1-მილიონიანი იმპორტი რვა ქვეყნიდან ფიქსირდება, ესენია: ინდონეზია, იტალია, რუსეთი, ვიეტნამი, გერმანია, სომხეთი, თურქეთი და ნიდერლანდები.ყავის იმპორტის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. 2024 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში $20.9 მილიონის ყავა შემოვიდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. შარშანდელთან შედარებით, ყავის იმპორტი 20%-ითაა მომატებული.წყარო: BMG
1726568763
მაიკროსოფტი დივიდენდებს 10%-ით გაზრდისMicrosoft Corp.-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა კვარტალური დივიდენდების ზომა 10%-ით გაეზარდა - $0,83-მდე აქციაზე $0,75-დან, ნათქვამია ამერიკული კომპანიის პრესრელიზში.გადახდა განხორციელდება 12 დეკემბერს, აქციონერთა რეესტრის დახურვა 21 ნოემბერს არის დაგეგმილი.გარდა ამისა, კომპანიამ გამოაცხადა თავისი აქციების გამოსყიდვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი პროგრამა. შესყიდვის პროგრამას არ აქვს დასრულების კონკრეტული თარიღი და შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს.მაიკროსოფტმა ასევე დანიშნა აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრა 10 დეკემბერს. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ რეესტრში 30 სექტემბრის მდგომარეობით ჩარიცხულ აქციონერებს.სამშაბათს სამუშაო საათების შემდგომ ვაჭრობაში Microsoft-ის აქციები 0.7%-ით გაიზარდა. ამ წლის დასაწყისიდან კომპანიის საბაზრო ღირებულება გაიზარდა 14,7%-ით (3,2 ტრილიონ დოლარამდე), ხოლო Nasdaq Composite საფონდო ინდექსი 17,2%-ით გაიზარდა.interfax
1726565033
„ღმერთის მთაზე“ მეცნიერებმა ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც იღვიძებსტანზანიაში მეცნიერებმა ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც იღვიძებს. მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ.ვულკანი „ღმერთის მთაზე“ მდებარეობს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.მკვლევრების განცხადებით, ვულკანი Ol Doinyo Lengai იბერება და იღვიძებს, რადგან მის ქვეშ მაგმის დიდი მასა გაედინება.მე-20 საუკუნის განმავლობაში, 2962 მეტრის სიმაღლის ვულკანი ყოველი 20-40 წლის განმავლობაში იღვიძებდა.ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 2007 წელს მოხდა და მის მიერ ამოფრქვეული ფერფლი 16 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
1726563775
არაბიკას ფასი 13-წლიან მაქსიმუმზეასოფლიო ბირჟებზე ყავა ისევ ძვირდება, არაბიკას ფასმა კი 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.კერძოდ, დეკემბრის არაბიკას ფიუჩერსები ძირითად ბირჟაზე ფუნტზე 2,68 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.წლის დასაწყისიდან არაბიკას მარცვლები უკვე 40%-ით გაძვირდა.კვირაზე მეტია, ასევე, რობუსტას ფასებიც მატულობს, რაც 16 სექტემბერს 3%-ით გაიზარდა.ყავაზე ფასების ზრდას ბრაზილიაში ცუდი მოსავლის შიში აჩქარებს, რომელიც მსოფლიოში ყავის მარცვლების უმსხვილეს მიმწოდებელია. ქვეყანა 2024-2025 სეზონური წლის მოსავლის აღებას ასრულებს და უკვე აშკარაა, რომ გვალვის ხანგრძლივმა პერიოდმა პლანტაციებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.როგორც წესი, ყავა მაშინ ძვირდება, როცა მარაგი იკლებს და ბრაზილიაში ამინდი უარესდება.
1726554301
Meta RT-ს და რუსეთის სხვა სახელმწიფო მედია ქსელებს კრძალავსFacebook-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ RT-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედია ქსელებს აკრძალავს და გადაწყვეტილების მიზეზად მათი „უცხოური ჩარევის საქმიანობა“ დაასახელა.„ფრთხილი განხილვის შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT და სხვა დაკავშირებულ სუბიექტები აიკრძალება ჩვენს აპლიკაციებში გლობალურად უცხოური ჩარევის აქტივობის გამო“, - ნათქვამია კომპანიის წერილობით განცხადებაში.კომპანია განმარტავს, რომ აკრძალვის აღსრულება უახლოეს დღეებში დაიწყება.აღსანიშნავია, რომ Facebook-ის გარდა Meta-ს აპლიკაციები მოიცავს : Instagram-ს, WhatsApp-სა და Threads-ს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სექტემბერში განაცხადა, რომ მუშაობს მთელს მსოფლიოში მთავრობების ინფორმირებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი RT-ის ფარული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს და მათ მოუწოდა, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა ჩაერიოს უცხო ქვეყნების არჩევნებში.RT-ს უკვე მოუწია ფორმალური ოპერაციების შეჩერება გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ევროკავშირში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო.