1732958760
„საქართველოში ნარინჯისფერი რევოლუციის განხორციელების მცდელობის ყველა ნიშანია“ - დიმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს ინფორმაცია საქართველოში საპროტესტო აქციების დროს რუსების დაკავების შესახებ, იუწყება RBC-ის კორესპონდენტი.
„მართალი გითხრათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ უშიშროების ძალებზე თავდასხმაში მონაწილეობით, მათ დაარღვიეს ქვეყნის კანონი“, - თქვა პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს „წმინდა შიდა საქმე“ უწოდა, მაგრამ მისი აზრით, ნარინჯისფერი რევოლუციის განხორციელების შესაძლებლობა არსებობს.
„მსგავსი მოვლენები გვინახავს ბევრ ქვეყანაში. ალბათ ყველაზე პირდაპირი პარალელის გავლება არის უკრაინის მაიდანის მოვლენა. ნარინჯისფერი რევოლუციის განხორციელების მცდელობის ყველა ნიშანია. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციის სტაბილიზაციისა და სიმშვიდის დასაბრუნებლად ზომებს ატარებს. ეს არის ყველაფერი, რაც შეიძლება ითქვას, ”- თქვა მან.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არ ჩარეულა და არ აპირებს საქართველოს საქმეებში ჩარევას.
1733298688
აფხაზეთის „პარლამენტმა“ რუსეთთან „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირებას მხარი არ დაუჭირააფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირებას.„რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტი არ გავიდა,“ - განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ე.წ. სახალხო კრების თავმჯდომარე ლაშა აშუბამ.რატიფიცირების წინააღმდეგ 21-მა დე ფაქტო დეპუტატმა მისცა ხმა, ორმა კი თავი შეიკავა. ე.წ. პარლამენტის სხდომას 35 დეპუტატიდან სულ 23 ესწრებოდა.დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ოპოზიციის მხარდამჭერებს ე.წ. დეპუტატმა კან კვარჩიამ მიმართა. მისი თქმით, „აფხაზეთის პარლამენტის გადაწყვეტილება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და ეს იძულებითი ნაბიჯია, რადგან შეთანხმება აფხაზეთისთვის კაბალურია და მისი რატიფიცირება არ შეიძლებოდა.“„ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გაგვიგებდა და ამ შეთანხმებას პარლამენტიდან უკან გაიწვევდა, მაგრამ ეს არ მოხდა. არიან ადამიანები, რომლებიც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილეობდნენ და მათ შორის არის გადამდგარი პრეზიდენტი“, - განაცხადა კვარჩიამ.ე.წ. დეპუტატის თქმით, უახლოეს მომავალში დე ფაქტო პარლამენტის მორიგი რიგგარეშე სხდომა იქნება ინიცირებული, რომელზეც ე.წ. ვიცეპრემიერ და ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დადგება.დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვასა და შეთანხმების რატიფიცირების ჩაგდებას მანამდე არაერთი ოპოზიციური ორგანიზაცია ითხოვდა. მათ შესაბამისი მიმართვა ლაშა აშუბას გაუგზავნეს. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ რატიფიცირების ჩავარდნა „სოციალურ-პოლიტიკური დაპირისპირების ხარისხს შეამცირებდა და მომავალი საარჩევნო პროცესის მშვიდ ატმოსფეროში წარმართვას უზრუნველყოფდა“.ცნობისთვის: რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ აფხაზურ-რუსულ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანმა 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოაწერეს ხელი. დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, შეთანხმება მიზნად ისახავს რუსეთის ინვესტიციების მიზიდვას აფხაზეთის ეკონომიკაში. დოკუმენტში რუსი ინვესტორების მიერ აფხაზეთში პროექტების განხორციელების პირობები არის გაწერილი, რომლეთაგან მთავარი პირობაა, რომ ერთ პროექტზე რუსეთიდან ინვესტიციის მოცულობა 2 მლრდ რუბლზე (20,5 მლნ დოლარზე) ნაკლები არ უნდა იყოს. დოკუმენტი რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ სხვადასხვა პროექტები ისეთ სფეროებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი, ასევე, გაზმომარაგების, წყალმომარაგებისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში.თუმცა აფხაზური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ შეთანხმებით რუსი ოლიგარქები აფხაზეთში ინვესტიციების სანაცვლოდ 25 წლამდე გადასახადისგან თავისუფლდებიან. შეღავათები 2 მლრდ რუბლზე (20,5 მლნ დოლარზე) მეტ ინვესტიციებს ეხება. ამდენად, ხელშეკრულება უცხოურ მსხვილ კაპიტალს შესაძლებლობას აძლევს, უთანასწორო კონკურენციის პირობებში, თითქმის, ნებისმიერ ინდუსტრიაში რეალურად მონოპოლისტი გახდეს. ამასთან, შეთანხმების ნაწილი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც, ოპოზიციის მტკიცებით, აფხაზეთში რუსების მასიური ჩასახლება მოჰყვება. ოპოზიცია, ასევე, აცხადებს, რომ ხელშეკრულება რუსული “ოლიგარქიის ექსპანსიას,” ანუ მათ მიერ აფხაზური აქტივების ხელში ჩაგდებას გამოიწვევს.ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა 15 ნოემბერს დაგეგმილი შეთანხმების რატიფიცირება გააპროტესტეს და მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყეს. კერძოდ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები, მათ შორის, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. მოლაპარაკებების შემდეგ ბჟანია გადადგა, რის სანაცვლოდაც დემონსტრანტებმა „სამთავრობო“ შენობები დატოვეს. 19 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე დე ფაქტო სახალხო კრების დეპუტატებმა ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა, ხოლო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ე.წ. ვიცეპრეზიდენტი, ბადრა გუნბა გახდა.აფხაზეთის ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვლისთვის ჩაინიშნა.bpn.ge
1733213871
„მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“ - ჯო უილსონიმნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს - მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს“.„ნამდვილად შთამაგონებელია იმის ყურება, თუ როგორ განაგრძობს ქართველი ხალხი პროტესტს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად. ეს ერთგვარი ტრადიციის გაგრძელება გახლავთ, რაც წარსულში ბუქარესტში, აღმოსავლეთ გერმანიასა, ბუდაპეშტსა, თუ სხვა ქვეყნებში ვიხილეთ. გვახსოვს, როგორ წამოდგა მაშინ სრულიად საზოგადოება ფეხზე საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ, წინ აღუდგა ბოროტებას და თავისუფლებაც მოიპოვა. ხალხის ძალას ყოველთვის მოაქვს პოზიტიური ცვლილებები. საბოლოოდ, აუცილებლად თავისუფლება იმარჯვებს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს მომავლის დაცვის გზაზე წარმატებას მოიპოვებს და გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი“,- აცხადებს ჯო უილსონი.რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, უილსონი ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის.„ჩემი აზრით, საქართველოში ვიხილეთ უამრავი დარღვევა, რაც დაასაბუთეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად“, - განაცხადა ჯო უილსონმა.რაც შეეხება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჯო უილსონი ამბობს, რომ დონალდ ტრამპიც „ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა“.„დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“,- აცხადებს უილსონი.ipn.ge
1733211541
„შავი“ ტურები - უკრაინაში ომის შედეგებით დაინტერესებული უცხოელი ტურისტების რიცხვი იზრდებაუკრაინაში საგრძნობლად გაიზარდა იმ უცხოელი ტურისტების რიცხვი, რომელთაც ომის შედეგების ნახვა სურთ.ინფორმაციას Bild ავრცელებს.მოგზაურები, რომლებსაც, ეგრეთ წოდებულ, შავ ან სამხედრო ტურიზმში სურთ მონაწილეობა, ქვეყანაში, ძირითადად, ევროპიდან და აშშ-დან ჩადიან.უკრაინული ტურისტული კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ ტურებს, რომლებშიც უცხოელებს შეუძლიათ, დედაქალაქის რეგიონი მოინახულონ, ასევე, საომარ ზონებში უფრო ძვირი მოგზაურობები დაჯავშნონ.მაგალითად, კომპანია, War Tours ექსკურსიებს კიევსა და კიევის რეგიონში აორგანიზებს. დედაქალაქის ერთდღიანი ტური, დაახლოებით, 150 ევრო, ხოლო ისეთი ქალაქების მონახულება, როგორიც ირპენი და ბუჩაა, 250 ევრო ღირს. წლის დასაწყისიდან კომპანია 30-მდე კლიენტს მოემსახურა.ზოგიერთი ტურისტული სააგენტო მარშრუტებს აფართოებს და მომხმარებლებს მრავალდღიან მოგზაურობებს სამხრეთ უკრაინაში სთავაზობს, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. ასეთი ტურების ფასი ერთ ადამიანზე, დაახლოებით, 3,300 ევროა.War Tours-ის თანადამფუძნებლის, დიმიტრი ნიკიფოროვის თქმით, მოგების ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად იხარჯება. ის ხაზგასმით ამბობს, რომ კომპანიის მთავარი მიზანი ომის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაა.ტურისტული კომპანია Capital Tours Kyiv-ის მენეჯერი, სვიტოზარ მოისეევი აცხადებს, რომ სამხედრო ტურებიდან ფინანსური სარგებელი მცირეა, თუმცა ასეთი მოგზაურობის საგანმანათლებლო მნიშვნელობა ფულად ასპექტს აღემატება.„ეს მოგზაურობები, ერთგვარად, ომის განმეორების საწინააღმდეგო აქციაა”, - აცხადებს მოისეევი.უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა ოლესკივმა აღიარა, რომ ამ ტიპის ტურიზმი ეთიკის თემაზე დისკუსიებს იწვევს, მაგრამ მასზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. ამასთან, ირპენის მსგავსი დაზარალებული რაიონების ზოგიერთი მცხოვრები ამ ინიციატივებს აკრიტიკებს და სამხედრო ტურებიდან შემოსავალს „სისხლიან ფულს“ უწოდებს.ომის მიუხედავად, უკრაინა ტურისტებისთვის ღიაა. 2023 წელს ქვეყანას, დაახლოებით, 4 მლნ უცხოელი ეწვია. იმავე წელს უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტომ ამერიკულ პლატფორმა Airbnb-თან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ომის შემდგომი ტურიზმის აღდგენის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
1733136653
„საქართველოში ნარინჯისფერი რევოლუციის განხორციელების მცდელობის ყველა ნიშანია“ - დიმიტრი პესკოვირუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს ინფორმაცია საქართველოში საპროტესტო აქციების დროს რუსების დაკავების შესახებ, იუწყება RBC-ის კორესპონდენტი.„მართალი გითხრათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ უშიშროების ძალებზე თავდასხმაში მონაწილეობით, მათ დაარღვიეს ქვეყნის კანონი“, - თქვა პესკოვმა.კრემლის წარმომადგენელმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს „წმინდა შიდა საქმე“ უწოდა, მაგრამ მისი აზრით, ნარინჯისფერი რევოლუციის განხორციელების შესაძლებლობა არსებობს.„მსგავსი მოვლენები გვინახავს ბევრ ქვეყანაში. ალბათ ყველაზე პირდაპირი პარალელის გავლება არის უკრაინის მაიდანის მოვლენა. ნარინჯისფერი რევოლუციის განხორციელების მცდელობის ყველა ნიშანია. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციის სტაბილიზაციისა და სიმშვიდის დასაბრუნებლად ზომებს ატარებს. ეს არის ყველაფერი, რაც შეიძლება ითქვას, ”- თქვა მან.პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არ ჩარეულა და არ აპირებს საქართველოს საქმეებში ჩარევას.
1733130792
რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა მხოლოდ მწარმოებლებისთვის მოხსნარუსეთის მთავრობამ მწარმოებლების მიერ მიწოდებული ბენზინის უმეტესობის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა გააუქმა, ხოლო სხვა ექსპორტიორებზე, როგორიც დამოუკიდებელი ტრეიდერები და გადამყიდველები არიან, შეზღუდვები 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.ინფორმაციას რუსეთის მთავრობა ავრცელებს.მანამდე ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ბენზინის ექსპორტის აკრძალვას ვადაზე ადრე გააუქმებს, თუმცა ვადები და სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.აგვისტოში ხელისუფლებამ საექსპორტო ემბარგო წლის ბოლომდე მას შემდეგ აღადგინა, რაც ბენზინის საბითუმო ფასების მკვეთრმა ზრდამ ბენზინგასამართი სადგურების მარჟა გაანადგურა.რუსეთი წელიწადში, დაახლოებით, 42-43 მლნ ტონა საავტომობილო ბენზინს აწარმოებს, საიდანაც 5 მლნ ტონა საექსპორტოა, ხოლო მთელი ექსპორტის 90%-ზე მეტს, როგორც წესი, საავტომობილო ბენზინი, AI-92 შეადგენს. ქვეყნის შიგნით დაბალი მოთხოვნის სეზონზე, კერძოდ, დეკემბერ-თებერვლის პერიოდში რუსეთიდან საავტომობილო ბენზინის ყოველთვიურმა ექსპორტმა შესაძლოა, 0,7 მლნ ტონას მიაღწიოს.ცნობისთვის: მარტში რუსეთის რამდენიმე უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ქვეყანაში ბენზინის წარმოება შემცირდა. ამის გამო ფედერაციის მთავრობამ 1-ელი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით ანუ აგვისტოს ბოლომდე დააწესა, რომ საწვავის დეფიციტი თავიდან აეცილებინა. შიდა ბაზრის გაჯერების ფონზე და გადასამუშავებელ ქარხნებში მარაგის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აკრძალვა ჯერ 20 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ კი ივლისის ბოლომდე მოიხსნა, თუმცა 1-ელი აგვისტოდან ისევ ამოქმედდა და 31 დეკემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო-სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მიწოდებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავს.