Skype-მა მუშაობა შეწყვიტა

 Skype

კორპორაცია, Microsoft დღეიდან სერვის Skype-ის ოპერირებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია, რასაც რადიო “თავისუფლება” ავრცელებს.

კორპორაციამ მომხმარებლები წინასწარ გააფრთხილა და მათ Teams-ზე გადასვლა შესთავაზა, სადაც ისინი Skype-ის კონტაქტებისა და ანგარიშების შენახვას, ასევე, შეტყობინებების არქივის ჩატვირთვას შეძლებენ.

კორპორაციის განცხადების თანახმად, Teams მომხმარებლებს იმავე სერვისებს სთავაზობს, რაც Skype-ზე იყო ხელმისაწვდომი. ეს არის მესენჯერ-მიმოწერები და ვიდეოზარები, რასაც სხვა მრავალი ფუნქცია, კერძოდ, ვიდეოკონფერენციები, კალენდარი და ონლაინ-საზოგადოებების შექმნა ემატება.

Microsoft-ის თქმით, Teams არა მხოლოდ პირადი კომუნიკაციისთვის, არამედ უფრო სამუშაოსთვის არის მოსახერხებელი, რომელმაც ბაზარზე ჩაშვებიდან ორი წლის განმავლობაში მომხმარებლებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო.