ყველაზე დიდი გარიგება ინდუსტრიის ისტორიაში - Shell-მა შესაძლოა, BP იყიდო

Shell და BP

ბრიტანული ნავთობისა და გაზის გიგანტი, Shell კონკურენტი კომპანია BP plc-ის შეძენას განიხილავს - ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქამდე ეს კომპანიები ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ.

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და დამოკიდებული იქნება იმაზე, გააგრძელებს თუ არა BP-ის აქციები ვარდნას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში BP-ის აქციებმა ღირებულების მესამედი დაკარგეს.

მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და შესაძლოა, Shell-მა, მასშტაბური შერწყმის ნაცვლად, აქციების უკან გამოსყიდვასა და დამატებით შესყიდვებზე გაამახვილოს ყურადღება. ამასთან, Bloomberg-ის წყაროები აცხადებენ, რომ BP-ის შესყიდვის ტენდერში მონაწილეობას სხვა მსხვილი ენერგეტიკული კომპანიებიც აანალიზებენ.

სააგენტოს შეფასებით, ამ კორპორაციების პოტენციური შერწყმა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი შესყიდვა იქნება, რაც Shell-ს მასშტაბურ შესაძლებლობას მისცემს, კონკურენცია გაუწიოს ისეთ ენერგეტიკულ გიგანტებს, როგორიც Exxon და Chevron-ია.

ამასთან, BP-ის წარმატებით შეძენამ შესაძლოა, Shell-ის წარმოება გაზარდოს და კომპანიას საშუალება მისცეს, აშშ-ის ბაზარზე ხელახლა მას შემდეგ შევიდეს, რაც 2021 წელს პერმის აუზში ფიქლის აქტივები ConocoPhillips-ს მიჰყიდა.

Shell-ის აღმასრულებელ დირექტორ ვაელ სავანმა Financial Times-ს განუცხადა, რომ BP-ის შესყიდვას Shell-ის აქციების უკან გამოსყიდვა ურჩევნია, რადგან კომპანიამ „საკუთარი საქმეები უნდა მოაგვაროს და მას, ბოლო რამდენიმე წელს მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.“

ცნობისთვის: კომპანია, BP plc ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერია, რომლის წილიც 30.1%-ს შეადგენს.

bpn.ge