„დანერგე მომავლის“ ბაღების კომპონენტში, განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს

ვაშლის ბაღი

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „დანერგე მომავლის“ ბაღების კომპონენტში რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. განაცხადები მიიღება 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

მათვე განმარტებით ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დამატებით +10% თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

პროგრამა მიზნად ისახავს:  იმპორტული პროდუქციის ქართული ნაწარმით ჩანაცვლებას,  საექსპორტო პოტენციალის ზრდას, მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას, სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას.

განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ბმულზე:  

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ