1765608177
მიწვევა - SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION
სოფლის განვითარების სააგენტო საკვები ან/და სასმელი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს საუდის არაბეთში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
საერთაშორისო გამოფენა - SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION, ქალაქ რიადაში 23-26 ოქტომბერს გაიმართება. მონაწილეთა რეგისტრაცია 17 ივლისს იწყება. მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
საუდის არაბეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული და ამ გამოფენას ქვეყანა ყოველ წელს ატარებს. ღონისძიებას 250 მონაწილე ესწრება და 31 ქვეყნის 20000-ზე მეტი სტუმარი ჰყავს.
SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა კომპანიებისთვის, საკუთარი პროდუქციის საექსპორტო არეალი გააუმჯობესონ, გამართონ პირისპირ შეხვედრები პოტენციურ კონტრაქტორებთან.



