ადმინისტრატორი   • 1639323120

სოჩხეთში და დედალაურში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება

"ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთში 37.26ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 134 120 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება შეადგენს 93 139 ლარს, ხოლო 40 981 ლარი ბენეფიციარის - შპს "გრინჰილის" თანამონაწილეობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14.50ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში. სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 52 200 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 36 250 ლარია, ხოლო 15 950 ლარი ბენეფიციარის - შპს „ერთობის“ თანამონაწილეობაა.