1786510134
ევროპალიგის პლეიოფში თბილისის „იბერია“ პოლონურ „იაგელონიას“ შეხვდება
საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ევროპალიგის პლეიოფიში პოლონურ „იაგელონიას“ შეხვდება.
პოლონეთის გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიურ „რეინჯერსს“ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა შინ 2:1 მოიგო, გლაზგოში საპასუხო მატჩი კი 1:1 დასრულდა და პლეიოფის საგზური „იაგელონიას“ დარჩა.
ევროპალიგის პლეიოფში „იბერიისა“ და „იაგელონიას“ პირველი მატჩი 20 აგვისტოს პოლონეთში გაიმართება, საპასუხო კი – 27 აგვისტოს თბილისში.
1786698721
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაცგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. სინოპტიკოსების თქმით, 20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.„დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს და დასავლეთს საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25-30 გრადუსი. თბილისშიც უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს ველოდებით. აქ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს“, - განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.
1786333268
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები - ამინდის პროგნოზი9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).ინფორმაციას უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1785394776
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
1784955300
ქორწინება სმარტფონიდან - უკრაინაში ონლაინ რეგისტრაციამ ერთ წელიწადში ტრადიციულ მოდელს სერიოზული კონკურენცია გაუწია2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში რეგისტრირებული ქორწინებების 38.3% სრულად ელექტრონულად გაფორმდა, რაც სახელმწიფო სერვისების გაციფრულების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ქვეყანაში 79 516 ქორწინება დარეგისტრირდა, აქედან 30 488 ონლაინ რეჟიმში. შედარებისთვის, 2025 წლის განმავლობაში რეგისტრირებული 165 587 ქორწინებიდან ელექტრონული ფორმით 18.4% გაფორმდა. შესაბამისად, ონლაინ რეგისტრაციის წილი ერთ წელიწადში 19.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ორ წელზე ნაკლებ დროში პრაქტიკულად გაორმაგდა. 2026 წლის მხოლოდ ექვს თვეში ელექტრონულად გაფორმებული ქორწინებების რაოდენობა უკვე დაახლოებით გაუტოლდა 2025 წლის მთელი წლის სავარაუდო მაჩვენებელს.„Diia-ს“ მობილური აპლიკაციის საშუალებით წყვილს შეუძლია შეიტანოს განცხადება, შეარჩიოს თარიღი, დაადასტუროს თანხმობა ელექტრონული ხელმოწერით და ვიდეოკავშირის დროს ოფიციალურად გააფორმოს ქორწინება. ცერემონია მაქსიმუმ 30 წუთს გრძელდება, ციფრული მოწმობა კი აპლიკაციაში ავტომატურად აისახება. სურვილის შემთხვევაში ქაღალდის დოკუმენტის ფოსტით მიღებაც შესაძლებელია. უკრაინა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქორწინების სრული სამართლებრივი პროცესი, განცხადებიდან ოფიციალურ რეგისტრაციამდე, მობილურ აპლიკაციაში გადაიტანა.სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის პირობებში, როდესაც მილიონობით უკრაინელი ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთაა გადაადგილებული, სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილი კი ფრონტის ხაზზე იმყოფება. „Diia-ს“ ინფორმაციით, 2026 წლის თებერვლისთვის ონლაინ ქორწინების სერვისით უკვე 40 ათასზე მეტ წყვილს ჰქონდა სარგებლობა, მათ შორის 1 700-ზე მეტ სამხედრო ოჯახს. ფიზიკური ადგილმდებარეობა რეგისტრაციისთვის დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს, რადგან ცერემონიაში მონაწილეობა სხვადასხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან შეიძლება.ეკონომიკური ეფექტი პირველ რიგში დროის, ტრანსპორტისა და ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვაში გამოიხატება. 2026 წლის პირველ ნახევარში ონლაინ დაქორწინებული 30 488 წყვილი 60 976 მოქალაქეს ნიშნავს. მხოლოდ პირობითი სცენარით, თუ თითოეულ ადამიანს სახელმწიფო ოფისში ერთი მისვლა და ჯამურად ორი საათი მაინც ეზოგება, მოსახლეობის დაზოგილი დრო დაახლოებით 122 ათას საათს აღწევს. ეს ოფიციალური ეკონომიკური შეფასება არ არის, თუმცა აჩვენებს სერვისის შესაძლო პროდუქტიულობის ეფექტს. ამას ემატება მგზავრობის, დოკუმენტების ბეჭდვისა და რიგში დგომის ხარჯების შემცირება, ხოლო სახელმწიფოსთვის მონაცემების ავტომატური შემოწმება და ელექტრონული ჩანაწერები ხელით დამუშავების საჭიროებას ამცირებს.ზუსტი საბიუჯეტო სარგებლის დათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. უკრაინის ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, რა დაჯდა კონკრეტულად ონლაინ ქორწინების სისტემის შექმნა, რამდენია ერთი ელექტრონული რეგისტრაციის თვითღირებულება ან რამდენი ადმინისტრაციული თანხა დაიზოგა. ცნობილია, რომ სერვისი იუსტიციისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროებმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად შექმნეს, ფინანსური და ინსტიტუციური მხარდაჭერა შვეიცარიულ-უკრაინულმა EGAP-ის პროგრამამ უზრუნველყო, ვიდეოკავშირის ტექნოლოგიური პარტნიორი კი Cisco გახდა. პროექტის ცალკე ბიუჯეტი საჯაროდ არ არის დასახელებული, ამიტომ კონკრეტული ფინანსური ეკონომიის მითითება მხოლოდ ვარაუდი იქნებოდა.მომხმარებლისთვის სახელმწიფო ქორწინების რეგისტრაციის საბაზისო მოსაკრებელი დაბალია და 0.85 გრივნას შეადგენს, თუმცა ონლაინ მომსახურების საბოლოო ფასი შეიძლება გაიზარდოს არჩეული თარიღის, დამატებითი მომსახურებისა და დოკუმენტის მიწოდების მიხედვით. სამართლებრივი კვლევების მიხედვით, სრული ონლაინ მომსახურების მაქსიმალური ღირებულება დაახლოებით 1 664 გრივნას აღწევდა, თუმცა ეს თანხა ყველა წყვილისთვის სავალდებულო გადასახადი არ არის.სერვისი 2024 წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში ამოქმედდა. 2026 წელს უკრაინის პარლამენტში დაიწყო მუშაობა ცვლილებებზე, რომლებმაც ონლაინ ქორწინება დროებითი ექსპერიმენტიდან მუდმივ სამართლებრივ მექანიზმად უნდა გარდაქმნას. პარლამენტის ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტმა შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირა, თუმცა მასალის მომზადების დროისთვის საბოლოო საკანონმდებლო პროცესი დასრულებული არ იყო. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია: სერვისი რეალურად მოქმედებს, მაგრამ მისი გრძელვადიანი სამართლებრივი სტატუსის საბოლოო გამყარება ჯერ კიდევ საპარლამენტო პროცესზეა დამოკიდებული.გაციფრულებას კიბერუსაფრთხოების ხარჯიც ახლავს. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ განხორციელებულმა მასშტაბურმა კიბერშეტევამ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრები დროებით გათიშა, რის შედეგადაც ქორწინების, დაბადებისა და სხვა სამოქალაქო აქტების ონლაინ სერვისებიც შეფერხდა. ოფიციალური პირების განცხადებით, მონაცემების დაკარგვა არ დადასტურდა, თუმცა შემთხვევამ აჩვენა, რომ ციფრული სახელმწიფოს ფინანსური ეფექტიანობა მონაცემთა დაცვის, სარეზერვო სისტემებისა და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაში მუდმივ ინვესტიციას მოითხოვს.ფართო სურათში ონლაინ ქორწინების პოპულარობა „Diia-ს“ მომხმარებელთა ბაზის ზრდას ასახავს. 2025 წლის ოქტომბრისთვის აპლიკაციას 23 მილიონზე მეტი უკრაინელი იყენებდა, მასში 33 ციფრული დოკუმენტი და 70-ზე მეტი მომსახურება იყო ინტეგრირებული, ხოლო სისტემასთან 25 ათასზე მეტი სახელმწიფო დაწესებულება და კომპანია თანამშრომლობდა. ქორწინებების თითქმის 40%-ის ონლაინ რეგისტრაცია მიუთითებს, რომ ელექტრონული სახელმწიფო უკრაინაში მხოლოდ ტექნოლოგიური პროექტი აღარ არის და მოქალაქეების ყოველდღიური ქცევის ნაწილად იქცა.საბოლოოდ, ინიციატივის მთავარი ეკონომიკური მნიშვნელობა მოსაკრებლების ზრდაში არ არის. მისი ღირებულება ბიუროკრატიული ტრანზაქციის შემცირებაში, მოქალაქეების დროის დაზოგვაში, სამხედროებისა და ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობაში და რეესტრების ავტომატიზაციაში მდგომარეობს. თუ 2026 წლის მეორე ნახევარშიც იგივე ტენდენცია შენარჩუნდება, ონლაინ ქორწინება უკრაინაში ალტერნატიული მომსახურებიდან სამოქალაქო რეგისტრაციის ერთ-ერთ ძირითად არხად გადაიქცევა.
1784870754
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში24 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +29 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.ომალოშიც იწვიმებს. დღისით +20 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.



