მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული დაიცვა

სპორტი 1759644311
მერაბ დვალიშვილი

მსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა კორი სანდჰაგენი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

UFC 320-ის მთავარ ღონისძიებაში ბრძოლა ხუთივე რაუნდს გაგრძელდა. დვალიშვილმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა (49-45, 49-45, 49-46).

ცნობისთვის, 34 წლის მერაბ დვალიშვილს 21 გამარჯვება და 4 წაგება აქვს. დღევანდელი გამარჯვება ზედიზედ მე-14 მოგება იყო.