„არ მინდა, ჩემზე თქვან: „ის მდი­და­რი მოკ­ვდა“ - გეითსი ქონების 99%-ის ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში დახარ­ჯვას აპი­რებს

მსოფლიო 1746860943
მილიარდერი ბილ გეითსი

Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ბილ გე­ითსმა გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­დევ­ნო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი ქო­ნე­ბის 99%-ის ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე და­ხარ­ჯვას აპი­რებს.

„რო­დე­საც მოვ­კვდე­ბი, ჩემ­ზე ბევრ რა­მეს იტყვი­ან, მაგ­რამ მტკი­ცედ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, ისე გა­ვა­კე­თო, რომ არ თქვან: „ის მდი­და­რი მოკ­ვდა“, - და­წე­რა გეითსმა თავის ვებგ­ვერ­დზე და მა­გა­ლი­თად ამე­რი­კე­ლი მაგ­ნა­ტი­სა და ფი­ლან­თრო­პის, ენდრიუ კარ­ნე­გის სი­ტყვე­ბი მო­იყ­ვა­ნა: „ვინც მდი­და­რი კვდე­ბა, სირ­ცხვი­ლით კვდე­ბა“.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, თუ გე­ითსი თა­ვი­სი ფუ­ლის 99%-ს გას­ცემს, ის მა­ინც მი­ლი­არ­დე­რად დარ­ჩე­ბა. თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ტექ­სტში მან გრა­ფი­კი ჩას­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მისი ქო­ნე­ბა ამ­ჟა­მად 108 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შეფასებული.

გე­ით­სე­ბის ფონ­დი (ბილ და მე­ლინ­და გე­ით­სე­ბის ფონ­დი) დიდი ხა­ნია აფი­ნან­სებს პრო­ექ­ტებს ჯან­დაც­ვი­სა და სხვა სფე­რო­ებ­ში, მაგ­რამ ახლა, რო­გორც Microsoft-ის დამფუძ­ნე­ბელ­მა გან­მარ­ტა, მან გა­და­წყვი­ტა ხარ­ჯე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა: თუ აქამ­დე ის და მისი მე­უღ­ლე გეგ­მავ­დნენ, რომ ფონ­დი მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ათო­ბით წლის განმავლობაში იმუ­შა­ვებ­და, ახლა გა­და­წყვი­ტა, რომ ფონ­დი თან­ხას სრუ­ლად გას­ცემს და 2045 წელს და­ი­ხუ­რე­ბა.

გე­ით­სის გათ­ვლე­ბით, 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ფონ­დი და­ახ­ლო­ე­ბით 200 მლრდ დო­ლარს და­ხარ­ჯავს - სა­ბო­ლოო თან­ხა ბაზ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და ინფლაცია­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 25 წლის არ­სე­ბო­ბის განმავლობაში გეითსების ფონდმა უკვე გა­მო­ყო 100 მი­ლი­არ­დი ჯან­დაც­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სხვადას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

მომ­დევ­ნო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფონ­დი, რო­გორც გე­ითსმა და­წე­რა, სამ მთა­ვარ მი­ზანს და­ი­სა­ხავს: და­ა­მარ­ცხოს და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პრე­ვენ­ცი­ას ექვემდებარება, მაგ­რამ ჯერ კი­დევ კლავს დე­დებ­სა და ბავ­შვებს, და­ა­მარ­ცხოს ინ­ფექ­ცი­უ­რი დაავადებები, მათ შო­რის მა­ლა­რია და წი­თე­ლა, ასე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს სი­ღა­რი­ბის­გან ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.კი­თხვა­ზე, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხუთ­შა­ბათს BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გე­იტსმა თქვა, რომ ოცი წლის შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში სხვა მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან და ისი­ნი უკეთ გა­ი­გე­ბენ, რო­გორ და­ეხ­მა­რონ ადა­მი­ა­ნებს პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში.

„აქ საქ­მე გა­და­უ­დებ­ლო­ბა­შია. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ბევ­რად მეტი დავ­ხარ­ჯოთ, თუ მარადიულად არ ვა­პი­რებთ ცხოვ­რე­ბას და ვიცი, რომ ეს ხარ­ჯე­ბი ჩემს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა“, - თქვა გე­იტსმა.

განაგრძეთ კითხვა: