კენიის სასამართლომ ათასობით ჭიანჭველას კონტრაბანდისთვის ოთხ ადამიანს პატიმრობა მიუსაჯა - BBC

მსოფლიო 1746863160
ჭიანჭველა

კენიის სასამართლომ ათასობით ჭიანჭველას ქვეყნიდან გაყვანის მცდელობისთვის ოთხ ადამიანს პატიმრობა ან 7700 დოლარს გადახდა დააკისრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრალდებულების სახლში 5000 ჭიანჭველა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ჭიანჭველების შეგროვება უბრალოდ ჰობია და არ იცოდნენ, რომ ეს ქმედება კენიაში არალეგალური იყო.

ბრალდების მხარის მტკიცებით კი ჭიანჭველებს ევროპასა და აზიაში ეგზოტიკურ ბაზრებზე გასაყიდად ამზადებდნენ.

კონტრაბანდული ტვირთი მოიცავდა გიგანტურ აფრიკულ ჭიანჭველებსაც, რომელთა ფასი დიდ ბრიტანეთში 220 დოლარია.