აშშ-ის კონგრესმა თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია $400 მლნ-ით უკრაინის დახმარებაც

მსოფლიო 1757576087
აშშ

დემოკრატების მხრიდან ხმამაღალი კრიტიკის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს, 892.6 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის კანონპროექტი მიიღო.

კონგრესმა 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 231 ხმით 196-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პროექტი ითვალისწინებს სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 მილიონი აშშ დოლარი უკრაინისთვის.