ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - რა ღირს უნცია

ოქრო

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. თბილისის დროით, 14:05 საათის მდგომარეობით, 1 უნციას ფასი 3 615 დოლარით განისაზღვრება.

Gold Prices-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთი დღის ჭრილში ოქრო 0.77%-ით გაძვირდა, ხოლო გასული ერთი თვის განმავლობაში ფასი 7.2%-იან მატებას აჩვენებს. ამასთანავე, წლიურად ოქროს ფასი 43%-ით არის გაზრდილი.

ოქრო რეკორდულად გაძვირდა - რა ღირს უნცია

ოქროსთან ერთად, ძვირდება ვერცხლით. მაგალითად, თბილისის დროით 14:05 საათისთვის 1 უნცია ვერცხლის ფასი 41.2 დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვის ჭრილში ვერცხლი გაძვირებულია 8.8%-ით, მხოლოდ ერთ დღეში კი 0.47%-იანი მატება ფიქსირდება. რაც შეეხება წლიურად ფასის ზრდას, ამ დროისთვის 45%-ს შეადგენს.