1743496381
ბრიტანული პაბების ქსელმა გადაწყვიტა წვიმაში სტუმრებს უფასო ლუდი შესთავაზოს

ბრიტანული პაბების ქსელი Greene King 3-დან 10 აპრილამდე ყველა სტუმარს შესთავაზებს უფასო ლუდს წვიმის დროს. ამის შესახებ The Drinks Business იტყობინება.
გამოცემის ცნობით, კამპანია „როცა წვიმს, ჩვენ ვასხამთ“ ქვეყანაში უკვე მეორე წელია 1,3 ათას დაწესებულებაში იმართება. წლევანდელმა სარეკლამო კამპანიამ იუმორისტული მეტეოროლოგიური გამოშვების სახე მიიღო სახელწოდებით The Sipping Forecast.
1743489718
ქოჩორაშვილის ახალი კლუბი ცნობილია - ტრანსფერის დეტალებიიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანური „ლევანტედან“ პორტუგალიურ გრანდ „სპორტინგში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბებმა ოფიციალურად დაადასტურეს.გავლენიანი პორტუგალიური გამოცემა Abola-ს ინფორმაციით, ლისაბონური კლუბი ტრანსფერის სანაცვლოდ 5.5 მლნ ევროს გადაიხდის, რასაც 2 მლნ ბონუსების სახით დაემატება. გარდა ამისა, „სპორტინგიდან“ მომავალში სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, „ლევანტე“ სატრანსფერო თანხის 12.5%-ს მიიღებს.„ლევანტეს“ ვებგვერდის თანახმად, 25 წლის ქართველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე კვლავ მათ კლუბში ითამაშებს, „სპორტინგს“ კი 1-eლი ივლისიდან შეუერთდება და მასთან კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.დიდი შანსია, „ქოჩორაშვილმა“ მომავალ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს - მის კლუბს საამისოდ პორტუგალიის ჩემპიონატის დარჩენილ 7 ტურში 13 ქულის აღებაც ეყოფა.„სპორტინგი“ 20-გზის პორტუგალიის ჩემპიონია, რაც „ბენფიკასა“ (38 ჩემპიონობა) და „პორტუს“ (30) შემდეგ საუკეთესო შედეგია.
1743489485
საქართველოში გაცემული სესხების თითქმის ნახევარი 1000 ლარამდე კრედიტებზე მოდისსაქართველოში გაცემული სესხების თითქმის ნახევარი 0.01-დან 1000 ლარამდე მოცულობის კრედიტებზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, სესხების მოცულობის რანჟირების მიხედვით კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემულია 3 558 207 სესხი, საიდანაც 48.22% სწორედ 1000 ლარამდე კრედიტებია.სესხები მოცულობის რანჟირების მიხედვით:0.01-დან 1000 ლარამდე - 1 715 809 ხელშეკრულება (48.22%)1000.01-დან 5 000 ლარამდე - 1 061 819 ხელშეკრულება (29.84%)5000.01-დან 25 000 ლარამდე - 543 545 ხელშეკრულება (15.28%)25 000.01-დან 100 000 ლარამდე - 185 120 ხელშეკრულება (5.2%)100 000.01-დან 1 000 000 ლარამდე - 49 958 ხელშეკრულება (1.4%)რაც შეეხება თანხის მოცულობას, საანგარიშო პერიოდისთვის სესხების რანჟირების მიხედვით სულ გაცემულია 35.583 მლრდ ლარის კრედიტი.
1743406757
„ცალსახად შესაცვლელია!“ - ვლადიმერ გიორგაძე ქონების საგადასახადო სისტემაზესაქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის ცვლილებების კანონპროექტზე მუშაობს.ქონების გადასახადის რეფორმირების საჭიროებაზე, კერძოდ, პირველ ეტაპზე, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შემცირების და 40 000-ლარიანი ზღვრის 60 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით, 2023 წელს, მე-10 მოწვევის პარლამენტში დეპუტატი რომან გოცირიძე გამოვიდა, თუმცა მის ინიციატივას ‘’ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნება“ ე.წ ესტონურ მოდელზე განაგრძობს მუშაობას.ქონების გადასახადის ესტონური მოდელის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ესტონეთის მთავრობა მხოლოდ მიწის ღირებულებას ბეგრავს და არა უშუალოდ ამ მიწაზე არსებული შენობების ან სხვა ინვესტიციების ღირებულებას.BDO-ს საგადასახადო მენეჯერი, ვლადიმერ გიორგაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ არსებული მოდელი ცალსახად უსამართლოა და ცვლილებას საჭიროებს. ასევე, გადასახედია შემოსავლების საკითხიც, რომლის მიხედვითაც, თუ პირი შემოსავალს უცხოეთიდან იღებს და მისი შემოსავლები 40 000 აჭარბებს, მას ქონების გადასახადის გადახდა არ ეკისრება.„არსებული საგადასახადო სისტემა ცალსახად შესაცვლელია, ქონების გადასახადის შემოსავლებზე მიბმა, უსამართლოა. შეიძლება, ვიღაც, ვისაც ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდება, დიდ ქონებას ფლობდეს, თუმცა ქონების გადასახადს არ იხდიდეს და არც ჰქონდეს მოტივაცია, რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართოს. ასევე, შემოსავლის რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული განაკვეთი, ისე გამოდის რომ, სხვადასხვა შემოსავლის მქონე პირი სხვადასხვა გადასახადს იხდის, რაც არასწორია. ქონების გადასახადი უნდა იყოს გადასახადი ქონებაზე და არა შემოსავალზე.დღეს არსებული მექანიზმი ცალსახად უსამართლოა.ასევე, თუ ვინმე ქონებას ფლობს საქართველოში და შემოსავლები უცხოეთში აქვთ, გამოდის რომ მათაც არ უწევთ გადასახადის გადახდა, მაშინ, როცა საქართველოში შემოსავლების მიმღებებს უწევთ, რაც ასევე არასწორია“, - აღნიშნა ვლადიმერ გიორგაძემ.
1743404249
პირამიდების ქვეშ დაფლული მორიგი საიდუმლო - ნაპოვნია მიწისქვეშა ქალაქი, ურთულესი სტრუქტურით: ფარაონები არმაგედონისგან გადარჩენას ცდილობდნენ?ეგვიპტის პირამიდები დღემდე შეუცნობელი და კვლევის საგანია. ამჯერად, მეცნიერთა განცხადებით, მათ პირამიდების ქვეშ გვირაბები, სვეტები, ბილიკები და გიგანტური დარბაზები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, სამივე პირამიდის ქვეშ ვრცელდება. პირამიდების მორიგი საიდუმლო გლაზგოს უნივერსიტეტისა და პიზის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სატელიტური რადარის ტექნოლოგიის გამოყენებით აღმოაჩინეს. "როდესაც გამოსახულებებს ვზრდით, ჩანს, რომ მის ქვეშ არის ის, რაც შეიძლება, ნამდვილ მიწისქვეშა ქალაქად აღიწეროს", - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, კორადო მალანგა.მისი განმარტებით, ეს გიგანტური ქსელი ქვიშის სიღრმეში 2.1 კმ-მდე ეშვება და ის პირამიდებამდე საუკუნეებით ადრე უნდა აეგოთ. მკვლევრები წერენ, რომ ამ ადგილს შესაძლოა, რელიგიური დანიშნულება ჰქონოდა. შეიძლება თუ არა, ამ სისტემას ათასობით წლით ადრე ეარსება? და თუ ასეა, ვინ და როგორ ააშენა ის? უკვე დიდი ხანია, არქეოლოგები "ქვიშის საიდუმლოს" ამოხსნაზე საუბრობენ. მაგრამ სინამდვილე ახლა კიდევ უფრო გასაოცრად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი ყველაზე გაბედული ვარაუდი.რადარმა პირამიდების ქვეშ ხუთი სტრუქტურა გამოავლინა. ამ სტრუქტურების დანიშნულება უცნობია, მაგრამ მათ ერთმანეთთან გეომეტრიული გასასვლელები აკავშირებთ.გაცილებით შთამბეჭდავია რვა ვერტიკალური სვეტი, რომელთა სიგრძე თითქმის ხუთჯერ აღემატება ხეფრენის პირამიდის სიმაღლეს.ქვის ცილინდრები ორ რიგადაა განლაგებული.თითოეული სვეტის გარშემო კიბის მაგვარი ბილიკიც ადის. შეუძლებელია იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლებოდა, ეს უძველეს დროში შექმნილიყო.103 წლის წინ, ფარაონ ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენის შემდეგ, სპეკულაციებმა ძველ ეგვიპტეზე პიკს მიაღწია. 1990-იან წლებში, არქეოლოგმა რობერტ ბოვალმა განაცხადა, რომ დიდი პირამიდების ასტროლოგიური მნიშვნელობა გაშიფრა. პროფესორმა ჩანდრა ვიქრამასინგემ გამოთქვა ვარაუდი, რომ პირამიდები ასტეროიდების ცვენისგან დამცავი თავშესაფრები იყო. მან იშვიათ ძვირფას ქვებზე მიუთითა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში იყო გაბნეული - ქანის ფრაგმენტები შეიძლება, ასტეროიდის დაჯახების ნარჩენები ყოფილიყო. მისი მსჯელობით, თუ ადრეული ეგვიპტური ცივილიზაცია მეტეორების წვიმამ გაანადგურა, დამაჯერებელია, რომ ფარაონებმა წინასწარი ზომები მიიღეს და თავშესაფრები აიშენეს.შეიძლება თუ არა, მიწისქვეშა ქალაქი ფარაონებისთვის თავშესაფარი ყოფილიყო, რომ არმაგედონს გადარჩენოდნენ?მეცნიერები არაფერს გამორიცხავენ, თუმცა ამის შესწავლას და საბოლოო პასუხის მიღებას წლები დასჭირდება.აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ კვლევას და გადაჭარბებულად მიაჩნიათ ის, რაზეც კორადო მელანგა საუბრობს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მელანგა გამოირჩევა შეთქმულების თეორიების სიყვარულით. ეგვიპტოლოგებს აღმოჩენასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ და ეს ის თემაა, რაზეც დიდი ხანი იმსჯელებენ. ambebi.ge
1743404018
რა ღირს თბილისი-ლონდონის რეისზე ბილეთები - დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყოსაქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობითვე, British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი უკვე შეასრულა.„31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, - British Airways-ის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა; ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ.ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით ლონდონის გავლით - ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.British Airways-ის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 1 გზის ფასი თბილისი-ლონდონის მიმართულებით 100-266 ევროს ფარგლებშია.