დიდი ბრიტანეთი, აშშ, სინგაპური - რომელია მსოფლიოს 10 ყველაზე ინოვაციური ქვეყანა

მსოფლიო 1736314539
ინოვაციები

ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტით (AI) დასრულებული, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები თითქმის ყველა სფეროში ლიდერობენ.

პოზიციის შესანარჩუნებლად და სხვადასხვა ინდუსტრიების გასავითარებლად, მოწინავე ქვეყნები დიდ ნაბიჯებს დგამენ და ფინანსურადაც იხარჯებიან.

გაეროს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგი შეადგინა.

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ინოვაციურ 10 ქვეყანას:

ესპანეთი, ინოვაციის ქულა: 44.9

44.9 ქულით, ესპანეთი რეიტინგში ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის მიხედვით მოხვდა.

ქვეყანას აქვს უამრავი კვლევითი ცენტრი, ტექნოლოგიური პარკი და სპეციალიზებული უნივერსიტეტები. ის ასევე გლობალური ლიდერია აგროტექნიკაში. ესპანური აგროტექნიკური სტარტაპები მოიცავს მცენარეზე დაფუძნებულ ხორცის კომპანიას Novameat და Raw Data Team-ს, რომელიც ტრადიციული სოფლის მეურნეობის გარდაქმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

კვიპროსი, ინოვაციის ქულა: 45.1

რაც შეეხება ინოვაციებს, პატარა კვიპროსი ამ მხრივ შთამბეჭდავია.

45.1 ქულა მან ცოდნისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის მოიპოვა. აქ განვითარებულია ICT ექსპორტი, კულტურული და კრეატიული ექსპორტი და მობილური აპლიკაციების შექმნა.

შთამბეჭდავია კვიპროსის საგანმანათლებლო რეიტინგი და გასაკვირი არ არის: ქვეყანას აქვს 11 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი, 40 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აქვს. მოსახლეობა კი სულ რაღაც 1.25 მილიონს შეადგენს.

კვიპროსის მთავრობის სტრატეგია იზიდავს უამრავ ნიჭიერი პროფესიონალის მოზიდვას მთელი მსოფლიოდან.

იტალია, ინოვაციის ქულა: 45.3

კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის მაღალი დონის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ იტალიის რეიტინგი დაბალია სხვა დასავლურ ქვეყნებთან შედარებით.

ოფიციალური სამთავრობო დოკუმენტების თანახმად, იტალიაში მოქმედებს 105,000 ტექნოლოგიური კომპანია და ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი სიცოცხლის მეცნიერების სექტორი.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა არის „ლიდერი განახლებადი ენერგიის, ფარმაცევტული და რობოტიკის სფეროში“.

ბელგია, ინოვაციის ქულა: 47.7

ბელგია 2024 წლის ინდექსში ერთი ადგილით დაეცა და 24-ე ადგილზე გადაინაცვლა.

თუმცა ის საუკეთესო ადგილს იკავებს ადამიანური კაპიტალის, კვლევისა და ბიზნესის განვითარების ინდიკატორებში. ძლიერ სფეროებში შედის ცოდნა და ტექნოლოგიები.

ქვეყანა შესანიშნავი ადგილია ინოვაციებისთვის. ეს აისახება უცხოელი დოქტორანტების დიდ რაოდენობაზე.

ისრაელი, ინოვაციის ქულა: 52.7

კონფლიქტმა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გავლენა მოახდინა ისრაელის ინოვაციებზე. უახლეს ინდექსში ის ერთი ადგილით დაეცა.

თუმცა, ის იკავებს პირველ ადგილს უამრავ ინდიკატორში. ისრაელს აქვს ერთ სულ მოსახლეზე სტარტაპების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რაოდენობა მსოფლიოში.

შვეიცარია, ინოვაციის ქულა: 67.5

შვეიცარია ზედიზედ მე-14 წელია რეიტინგის ხუთეულშია დგას. როგორც ჩანს, ეს მდიდარი ქვეყანა ინოვაციებისთვის მუდმივად არის მზად.

მთავრობის პოლიტიკა ძალიან მეგობრულია ბიზნესისთვის. ქვეყანა ლიდერია როგორც შემოქმედებითი პროდუქტის, ასევე ცოდნისა და ტექნოლოგიების გამომუშავებაში. განსაკუთრებით ძლიერია პატენტებისა და ინტელექტუალური საკუთრების შემოსავალში.

სამედიცინო ტექნოლოგიები და ფარმაცევტული საშუალებები შვეიცარიის ძლიერი მხარეა.

შვედეთი, ინოვაციის ქულა: 64.5

GII-ის მიხედვით შვედეთის ინფრასტრუქტურა ინოვაციის თვალსაზრისით საუკეთესოა მსოფლიოში.

პირველ ადგილზეა ბიზნესის წარმოების ინოვაციური გზები.

სკანდინავიურ ქვეყანას აქვს მრავალი მაჩვენებელი, რაც მას შთამბეჭდავი ინოვაციების ადგილად აქცევს. აქ განათლება მაღალ დონეზეა და მუშახელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციურად ითვლება პლანეტაზე.

აშშ, ინოვაციის ქულა: 62.4

ამერიკა არის ინოვაციების სუპერვარსკვლავი, რომელიც ლიდერობს ინდექსში.

ქვეყანა ამაყობს მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ფართო არჩევანით.

ამერიკა არის მსოფლიო ლიდერი კორპორაციული ინვესტიციების კუთხით. მას უფრო მეტი მილიარდი დოლარიანი სტრატაპები აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას.

მისი ტექნიკური ტიტანები, მათ შორის Apple, Microsoft და Alphabet, დომინირებენ გლობალურ სექტორში.

ქვეყანა ასევე ლიდერობს AI, სამედიცინო კვლევებსა და სხვა ტექნოლოგიებში. ერთადერთი რეალური მინუსი არის აშშ-ის ინფრასტრუქტურის განვითარება.

სინგაპურის ინოვაციების ქულა: 61.2

ქალაქ-სახელმწიფოს აქვს მსოფლიოში ყველაზე მეტი ინოვაციური ინსტიტუტები.

მთავრობა სტარტაპების განვითარებას ისეთი პროგრამების საშუალებით ეხმარება, როგორიცაა Startup SG Enterprise Singapore და ცნობილია თავისი ერთგულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვისადმი.

სინგაპურის სხვა ძლიერი მხარეები მოიცავს უაღრესად განათლებულ და კვალიფიციურ მუშახელს, მაღალტექნოლოგიურ წარმოებას.

დიდი ბრიტანეთი, ინოვაციის ქულა: 61.0

გაერთიანებული სამეფო ხუთეულშია წარმოდგენილი.

ბრიტანულმა გამოგონებებმა წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე. დიდი ბრიტანეთის ინოვაციების წყაროა კარგად დაფინანსებული, მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები.

ოქსფორდი, კემბრიჯი, ლონდონის ფრენსის კრიკის ინსტიტუტი და სხვა მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებისთვის ნამდვილ ოაზისს ქმნიან.

წყარო: lovemoney.com