1736330429
მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს - ჯასტინ ტრუდო
მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.
ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ აშშ და კანადა ერთმანეთის პარტნიორები არიან სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში.
მანამდე, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.
„კანადა და შეერთებული შტატები, ეს მართლაც რაღაც იქნებოდა. აღარ იქნებოდა ხელოვნურად გავლებული საზღვარი. ეროვნული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ნუ დაგავიწყდებათ: ჩვენ, არსებითად, ვიცავთ კანადას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, გასულ თვეში დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას იხუმრა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.
1tv.ge
1736408220
ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალიაირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.„დიპლომატიური და სადაზვერვო არხების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი თანამემამულე ირანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და ის იტალიაში ბრუნდება“, - ნათქვამია იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.შეგახსენებთ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟურნალისტი სესილია სალა თეირანის პოლიციამ 19 დეკემბერს მაშინ დააკავა, როცა ის რეპორტაჟს იღებდა.მოგვიანებით, იტალიელი ჟურნალისტის დაკავება ირანის კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, სესილია სალამ „ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონები დაარღვია“.ipn.ge
1736403960
სად და რა ფასად ვყიდულობთ მწვანილს, რომელიც წლიურად 117.5%-ით გაძვირდასტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მწვანილი პირველ ადგილზეა. პროდუქტის ფასი წლიურად117.5%-ით გაიზარდა.საქსტატის მიხედვით, 2024 წელს იანვარ-ნოემბერში (დეკემბრის მონაცემი არ არის ჯერ გამოქვეყნებული) წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მწვანილის იმპორტი შემცირებულია, თუმცა ყველა სხვა გასულ წელთან შედარებით (საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან ქვეყნდება), გაზრდილია. 2024 წელს 11 თვეში ქვეყანამ 789.98 ტონა (559.9 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა, წინა წლის იგივე პერიოდში 1 344 ტონა (434.1 ათასი აშშ დოლარი).შედარებისთვის, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 771.2 ტონა (398.2 ათასი აშშ დოლარი) მწვანილის იმპორტი განხორციელდა, 2021 წლის იგივე პერიოდში - 458.8 ტონა (145.6 ათასი აშშ დოლარი), 2020 წლის 11 თვეში - 616.3 ტონა (264.5 ათასი აშშ დოლარი) და ა.შ.რაც შეეხება ღირებულებას, 2024 წელის საანგარიშო პერიოდში, 1 კგ მწვანილის საშუალო ფასი 71 ცენტი იყო, წინა წლის იგივე პერიოდში კი 32 ცენტი. შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქტი დაახლოებით, 122%-ით არის გაძვირებული. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე და გამოყვანილია საშუალო მაჩვენებელი)ამასთან წელს, შემოსული მწვანილის 45% ირანულია, ხოლო 44% -სომხური.უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ მწვანილის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულს ( 2024 წლის იანვარ-ნოემბერში): ირანი - 355.36 ტონა (233.3 ათასი აშშ დოლარი) სომხეთი - 349.9 ტონა (212.3 ათასი აშშ დოლარი) რუსეთი - 30.98 ტონა (16.63 ათასი აშშ დოლარი) თურქეთი - 24.46 ტონა (12.29 ათასი აშშ დოლარი) უზბეკეთი - 15.6 ტონა (17.1 ათასი აშშ დოლარი) შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 %, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 % იყო.
1736331568
მასკი ტრუდოს: გოგონი, შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვიკომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს გოგონათი მიმართა და აღნიშნა, რომ ის აღარ არის კანადის მმართველი.„გოგონი, შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვი“, - დაწერა მასკმა.ცნობისთვის, 6 იანვარს ტრუდომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას აპირებს. 7 იანვარს ტრუდომ დაწერა, რომ მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს, როგორც ეს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს.
1736325047
ჩინეთმა პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის” უმსხვილესი პორტები დახურაჩინეთი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ნავთობის მთავარ პორტებს იმ ტანკერებისთვის ხურავს, რომლებიც აშშ-ის სასანქციო სიაში არიან შეყვანილი.ინფორმაციას Reuters სიტუაციის მცოდნე ტრეიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, შეზღუდვები ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საპორტო ოპერატორმა, Shandong Port Group-მა გამოაცხადა, რომელიც პორტებს შანდუნის პროვინციაში მართავს. სწორედ ამ პორტებში შედის სანქცირებული ნავთობის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან, ირანიდან და ვენესუელიდან.კომპანიის გადაწყვეტილებით, 6 იანვრიდან სანქცირებულ „ჩრდილოვან ტანკერებს“ პროვინციის პორტებში გაჩერება, გადმოტვირთვა ან სხვა საპორტო მომსახურების მიღება ეკრძალებათ.შანდუნის პროვინცია ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ცენტრია, რომელიც ქვეყანაში მშპ-ის მიხედვით მესამე ადგილზეა. გასულ წელს ამ პროვინციის პორტებით ჩინეთი დღეში 1,74 მლნ ბარელ ნავთობს, ანუ მისი მთლიანი ნავთობიმპორტის, თითქმის, მეხუთედს ყიდულობდა.„ჩრდილოვანი ტანკერებისთვის” შეზღუდვები, ასევე, ცინდაოს შეეხო, რომელიც ტვირთის მოცულობით ჩინეთის სიდიდით მეხუთე პორტია. ასევე, სანქცირებული ტანკერებისთვის ჟიჩჟაოსა და იანტაის პორტები დაიხურა. Reuters-ის წყაროები აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვების შედეგად ჩინეთში შესაძლოა, სანქცირებული ნავთობის იმპორტი შენელდეს.ცნობისთვის: Lloyd's List Intelligence-ის მონაცემებით, ამჟამად აქტიური “ჩრდილოვანი” ფლოტი, რომელიც სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებას ეწევა, 669 ტანკერს ითვლის. აქედან რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას რეგულარულად, დაახლოებით, 250-300 გემი ეწევა. მათ შორის არის Sovcomflot-ის ტანკერები, რომელიც დასავლეთის შეზღუდვებს ექვემდებარება.2024 წლის ბოლოსთვის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციების სიაში, დაახლოებით, 180 ტანკერი შეიტანეს, რომლებსაც რუსული წარმოშობის ნავთობი სანქციების გვერდის ავლითა და ზღვრული, ანუ ბარელზე 60-დოლარიანი ფასის დარღვევით გადაჰქონდათ. მათგან 100-ზე მეტი ტანკერი იძულებული გახდა, ღუზაზე გაჩერებულიყო და რუსეთის ნავთობის გადატანა შეეწყვიტა.The Washington Post-ის თანახმად, ჯო ბაიდენის მიმავალი ადმინისტრაცია „გამოშვიდობებისას“ კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ ახალი დარტყმის მისაყენებლად ემზადება. ახალი სანქციებით შავ საიში კიდევ ასამდე ტანკერის შეტანა იგეგმება. ამასთან, განიხილება ზომები, რომელიც რუსული ნავთობის სრულ ემბარგოსა და სანქცირებული რუსული ბანკებისთვის, მათ შორის, Sberbank-ის, VTB-ისა და Alfa Bank-ისთვის ნავთობგაზის ვაჭრობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ლიცენზიის გაუქმებას გულისხმობს.bpn.ge
1736321213
„ძალაუფლება თუ დოვლათი - ივანიშვილი ორივეს შენარჩენებას ვერ შეძლებს, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოუწევს” - გიგა ბედინეიშვილი„დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის მთელი კაპიტალი არის დასავლეთში, ან დასავლეთისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. ის სანქციები კი, რომლის მხოლოდ მსუბუქი ფორმა გაჟღერდა, მე ვფიქრობ, ივანიშვილს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ქონების დაკარგვას არ გარისკავს და იძულებული იქნება, დათმოს ძალაუფლება და შეინარჩუნოს დოვლათი. ორივეს შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოუწევს. დანარჩენები კიდევ უბრალოდ „ჩამოიშლებიან”, - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, მიმდინარე პროცესები ეკონომიკაზე ეფექტს აუცილებლად მოახდენს, თუმცა მისი ვარაუდია, რომ ვადამდელი არჩევნები მაინც დაინიშნება, რაც მოლოდინების კუთხით, უკვე დადებითი იმპულსია.„ეკონომიკური საკითხები დამოკიდებულია იმაზე, პოლიტიკური პროცესები როგორ გაგრძელდება. ფაქტია, კრიზისი მუდმივად ვერ იქნება, ან უნდა გადაწყდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნით, ან „ქართული ოცნების” მიერ ავტორიტარული რეჟიმის სრული გაფორმებით. ეს ორი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს იძლევა. რა მოხდება, ეს რთული სათქმელია, მაგრამ მე ვფიქრობ, „ქართული ოცნება” მაინც იძულებული გახდება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. რაც იქნება ძალიან კარგი გამოსავალი. ერთი დარწმუნებული ვარ, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, ამას მაშინვე დადებითი იმპულსი ექნება ეკონომიკაზე. ეს ავტომატურად „ქართული ოცნების” დამარცხებას და ქვეყნის ნორმალურ ეკონომიკური პროცესების დაბრუნებას ნიშნავს და არა ქვეყნის იზოლაციას და რკინის ფარდის ჩამოშვებას ევროკავშირთან. როგორც კი არჩევნები დაინიშნება, მაშინვე დადებითი ეფექტი ექნება მოლოდინებზეც.თუ არ არის საშველი და ივანიშვილი შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, ასევე, ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას (რომლის ალბათობა ძალიან მცირეა), მაშინ მთლიანი ეკონომიკა ჩამოიქცევა, რაც ლარიდან დაიწყება. იმიტომ, რომ მთელი ცივილური სამყაროსგან იზოლირებულად, ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირება არ შეგვიძლია. ლარი “დადნება”, ამას მოჰყვება ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის განულება (თუ უარყოფით ბალანსში გადასვლა არა) და გვექნება სრული “არმაგედონი”. ეს მოხდება იმ მცირე ალბათობის შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში”, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.კითხვაზე, რა აძლევს მას იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი ალბათობით არჩევნები დაინიშნება და ეკონომიკაზე ეს დადებით იმპულსს გააჩენს? ფინანსისტი ამბობს, რომ ქუჩის პროტესტი და დასავლეთის მიერ ქმედით ნაბიჯებზე გადასვლა.„ძალიან ძლიერი წნეხი ქუჩაში - მართალია, არ იმჩნევს “ქართული ოცნება”, მაგრამ ეს ძალიან აისახება პარტიის შიგნით დინამიკაზე, მათ მომხრეებში და მათი მომხრეების რიცხვის შემცირებაზე. ვინც დარჩება, მათშიც ეჭვი გაჩნდება, რამდენად სწორ მხარეს დგანან.მეორე ფაქტორი - არ დაგავიწყდეს, რომ “ქართული ოცნება” არის ივანიშვილი და მისი აბსოლუტურად მორჩილი მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო და ა.შ. ივანიშვილს ისეთივე ძალაუფლება აქვს აღებული, როგორც ბელადებს აქვთ ხოლმე. გარდა ამისა, ივანიშვილი არის მთელი “ქართული ოცნების” სისუსტე, ის არის ძალიან მოწყვლადი, მე დარწმუნებული ვარ, მისი მთელი კაპიტალი არის დასავლეთში, ან დასავლეთისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. ის სანქციები კი, რომლის მხოლოდ მსუბუქი ფორმა გაჟღერდა, მე ვფიქრობ, ივანიშვილს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ქონების დაკარგვას არ გარისკავს და იძულებული იქნება, დათმოს ძალაუფლება და შეინარჩუნოს დოვლათი. ორივეს შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოუწევს. დანარჩენები კიდევ უბრალოდ “ჩამოიშლებიან”, - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, მოკლევადიან პერიოდში (დაპაუზებული თუ შეჩერებული პროექტების, დაფინანსების გათვალისწინებით), ფინანსისტი ამბობს, რომ “ეს მაინც მხოლოდ ყოყმანის და გაურკვევლობის პერიოდია, რადგან ჯერ მაინც არავინ იცის, საით წავა ვითარება”.შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.ამასთან, დეკემბრის მიწურულს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებით, „როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს“.