1736330429
ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია
ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიპლომატიური და სადაზვერვო არხების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი თანამემამულე ირანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და ის იტალიაში ბრუნდება“, - ნათქვამია იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
შეგახსენებთ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟურნალისტი სესილია სალა თეირანის პოლიციამ 19 დეკემბერს მაშინ დააკავა, როცა ის რეპორტაჟს იღებდა.
მოგვიანებით, იტალიელი ჟურნალისტის დაკავება ირანის კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, სესილია სალამ „ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონები დაარღვია“.
1736422386
ჩვენი ეკონომიკა რეალურად ძალიან მძიმე დღეშია - სალომე ზურაბიშვილი„ჩვენი ეკონომიკა რეალურად ძალიან მძიმე დღეშია“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ქვეყნის იზოლაცია პირდაპირ აისახება ეკონომიკასა და ფინანსურ შემოსავლებზე.„საქართველო უფრო და უფრო გადასულია იზოლაციაში და ჩაკეტილია ქვეყანა, რაც ცხადია პირდაპირ ჩვენს ეკონომიკაზე აისახება, რომელიც დღეს ასევე, დიდწილად გაჩერებულია. მართალია ის, რომ რაღაცა შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერებულია და დღეს ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების, სწორედ არის ის ძალიან ძვირადღირებული მანქანები, რომელიც საქართველოდან გადის, ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს, ამის გატანის, გაყვანის საქართველოდან. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი სამწუხარო და ძალიან ღრმა კრიზისი, რომლიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1736408220
ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალიაირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.„დიპლომატიური და სადაზვერვო არხების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი თანამემამულე ირანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და ის იტალიაში ბრუნდება“, - ნათქვამია იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.შეგახსენებთ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟურნალისტი სესილია სალა თეირანის პოლიციამ 19 დეკემბერს მაშინ დააკავა, როცა ის რეპორტაჟს იღებდა.მოგვიანებით, იტალიელი ჟურნალისტის დაკავება ირანის კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, სესილია სალამ „ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონები დაარღვია“.ipn.ge
1736403960
სად და რა ფასად ვყიდულობთ მწვანილს, რომელიც წლიურად 117.5%-ით გაძვირდასტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მწვანილი პირველ ადგილზეა. პროდუქტის ფასი წლიურად117.5%-ით გაიზარდა.საქსტატის მიხედვით, 2024 წელს იანვარ-ნოემბერში (დეკემბრის მონაცემი არ არის ჯერ გამოქვეყნებული) წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მწვანილის იმპორტი შემცირებულია, თუმცა ყველა სხვა გასულ წელთან შედარებით (საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან ქვეყნდება), გაზრდილია. 2024 წელს 11 თვეში ქვეყანამ 789.98 ტონა (559.9 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა, წინა წლის იგივე პერიოდში 1 344 ტონა (434.1 ათასი აშშ დოლარი).შედარებისთვის, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 771.2 ტონა (398.2 ათასი აშშ დოლარი) მწვანილის იმპორტი განხორციელდა, 2021 წლის იგივე პერიოდში - 458.8 ტონა (145.6 ათასი აშშ დოლარი), 2020 წლის 11 თვეში - 616.3 ტონა (264.5 ათასი აშშ დოლარი) და ა.შ.რაც შეეხება ღირებულებას, 2024 წელის საანგარიშო პერიოდში, 1 კგ მწვანილის საშუალო ფასი 71 ცენტი იყო, წინა წლის იგივე პერიოდში კი 32 ცენტი. შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქტი დაახლოებით, 122%-ით არის გაძვირებული. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე და გამოყვანილია საშუალო მაჩვენებელი)ამასთან წელს, შემოსული მწვანილის 45% ირანულია, ხოლო 44% -სომხური.უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ მწვანილის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულს ( 2024 წლის იანვარ-ნოემბერში): ირანი - 355.36 ტონა (233.3 ათასი აშშ დოლარი) სომხეთი - 349.9 ტონა (212.3 ათასი აშშ დოლარი) რუსეთი - 30.98 ტონა (16.63 ათასი აშშ დოლარი) თურქეთი - 24.46 ტონა (12.29 ათასი აშშ დოლარი) უზბეკეთი - 15.6 ტონა (17.1 ათასი აშშ დოლარი) შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 %, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 % იყო.
1736331568
მასკი ტრუდოს: გოგონი, შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვიკომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს გოგონათი მიმართა და აღნიშნა, რომ ის აღარ არის კანადის მმართველი.„გოგონი, შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვი“, - დაწერა მასკმა.ცნობისთვის, 6 იანვარს ტრუდომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას აპირებს. 7 იანვარს ტრუდომ დაწერა, რომ მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს, როგორც ეს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს.
1736325047
ჩინეთმა პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის” უმსხვილესი პორტები დახურაჩინეთი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ნავთობის მთავარ პორტებს იმ ტანკერებისთვის ხურავს, რომლებიც აშშ-ის სასანქციო სიაში არიან შეყვანილი.ინფორმაციას Reuters სიტუაციის მცოდნე ტრეიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, შეზღუდვები ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საპორტო ოპერატორმა, Shandong Port Group-მა გამოაცხადა, რომელიც პორტებს შანდუნის პროვინციაში მართავს. სწორედ ამ პორტებში შედის სანქცირებული ნავთობის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან, ირანიდან და ვენესუელიდან.კომპანიის გადაწყვეტილებით, 6 იანვრიდან სანქცირებულ „ჩრდილოვან ტანკერებს“ პროვინციის პორტებში გაჩერება, გადმოტვირთვა ან სხვა საპორტო მომსახურების მიღება ეკრძალებათ.შანდუნის პროვინცია ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ცენტრია, რომელიც ქვეყანაში მშპ-ის მიხედვით მესამე ადგილზეა. გასულ წელს ამ პროვინციის პორტებით ჩინეთი დღეში 1,74 მლნ ბარელ ნავთობს, ანუ მისი მთლიანი ნავთობიმპორტის, თითქმის, მეხუთედს ყიდულობდა.„ჩრდილოვანი ტანკერებისთვის” შეზღუდვები, ასევე, ცინდაოს შეეხო, რომელიც ტვირთის მოცულობით ჩინეთის სიდიდით მეხუთე პორტია. ასევე, სანქცირებული ტანკერებისთვის ჟიჩჟაოსა და იანტაის პორტები დაიხურა. Reuters-ის წყაროები აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვების შედეგად ჩინეთში შესაძლოა, სანქცირებული ნავთობის იმპორტი შენელდეს.ცნობისთვის: Lloyd's List Intelligence-ის მონაცემებით, ამჟამად აქტიური “ჩრდილოვანი” ფლოტი, რომელიც სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებას ეწევა, 669 ტანკერს ითვლის. აქედან რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას რეგულარულად, დაახლოებით, 250-300 გემი ეწევა. მათ შორის არის Sovcomflot-ის ტანკერები, რომელიც დასავლეთის შეზღუდვებს ექვემდებარება.2024 წლის ბოლოსთვის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციების სიაში, დაახლოებით, 180 ტანკერი შეიტანეს, რომლებსაც რუსული წარმოშობის ნავთობი სანქციების გვერდის ავლითა და ზღვრული, ანუ ბარელზე 60-დოლარიანი ფასის დარღვევით გადაჰქონდათ. მათგან 100-ზე მეტი ტანკერი იძულებული გახდა, ღუზაზე გაჩერებულიყო და რუსეთის ნავთობის გადატანა შეეწყვიტა.The Washington Post-ის თანახმად, ჯო ბაიდენის მიმავალი ადმინისტრაცია „გამოშვიდობებისას“ კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ ახალი დარტყმის მისაყენებლად ემზადება. ახალი სანქციებით შავ საიში კიდევ ასამდე ტანკერის შეტანა იგეგმება. ამასთან, განიხილება ზომები, რომელიც რუსული ნავთობის სრულ ემბარგოსა და სანქცირებული რუსული ბანკებისთვის, მათ შორის, Sberbank-ის, VTB-ისა და Alfa Bank-ისთვის ნავთობგაზის ვაჭრობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ლიცენზიის გაუქმებას გულისხმობს.bpn.ge