1758522300
ძაღლის განავალი 13 000-დოლარიან ოქროს კულონში მოათავსეს

როცა საქმე ფუფუნებასა და შინაურ ცხოველებს ეხება, ცოტა უჩვეულო ამბებს ვიგებთ ხოლმე… მაგალითად ახლა ძაღლის საკვების ბრენდმა Butternut Box-მა სამკაული გამოუშვა — 13 000 დოლარის ღირებულების ცხრაკარატიანი ოქროს გულსაბნევია, რომელიც თქვენი ძაღლის ექსკრემენტების პროფესიონალურად შენახულ ნიმუშს შეიცავს. დიახ, ნამდვილს და ოქროში ჩასმულს…
კრეატიული სტუდია House of Oddities-ის მიერ შექმნილი Poo(ch) Pendant არ არის მხოლოდ იმისთვის შექმნილი, რომ სასაუბრო თემად იქცეს, Butternut Box-ის ვეტერინარი, დოქტორი სიარა კლარკი ამბობს, რომ კარგი განავალი ნაწლავების ჯანმრთელობის მთავარი ინდიკატორია, რაც, თავის მხრივ, ძაღლის ხარისხიან კვებაზე მეტყველებს. სამკაულის შექმნის მიზანიც, სწორედ ამ აზრის გავრცელებაა…
„როცა ძაღლის განავალი კარგად გამოიყურება, ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ მისი მომნელებელი სისტემა კარგად მუშაობს. მართალია სამკაული ცოტა უცნაური შეიძლება იყოს, მაგრამ მშვენიერი გზაა ადამიანების ასალაპარაკებლად იმ თემაზე, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია“.
აღსანიშნავია, რომ კამპანია Butternut Box-ის TikTok მაღაზიასთან ერთად წამოიწყეს, რათა ჯანსაღ საკვებსა და უკეთეს მონელებას შორის კავშირი ეჩვენებინათ – ეს კი ხშირად იგნორირებულია შინაური ცხოველების მოვლის ინდუსტრიაში.
გულსაბნევი ხელნაკეთია და მასზე გამოცდილმა იუველირმა იმუშავა. თითოეული უნიკალურია და ამას თან ახლავს მისი ყიდვისას მიღებული გამოცდილებაც — კონსიერჟი ყიდვის მსურველს თეთრი ხელთათმანებით მიაკითხავს, შეაგროვებს ძაღლის განავალს და შემდგომში მის მოოქროვებაზე იზრუნებს.
„ვიცით, რომ ზოგიერთი ძაღლის მფლობელი ამას შესანიშნავად ჩათვლის, თუმცა ზოგისთვის საზიზღრობა იქნება — ნებისმიერ შემთხვევაში ხალხი ამაზე ლაპარაკს დაიწყებს. ეს სამკაული განაცხადია და სიმბოლურად გამოხატავს შინაური ცხოველების პატრონების ზრუნვას ძაღლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ გვირჩევენ მომხმარებლები, ჩვენ ახალ პერსპექტივას ვთავაზობთ და ყოველთვის ვცდილობთ საზღვრებს გავცდეთ, რათა ძლიერი და პოზიტიური გზავნილი გავავრცელოთ“.
კამპანიაში ბრიტანელ მსახიობ ჯეს იმპიაზისა და მის ძაღლს ბადის ვხვდებით. ჯესისთვისაც ეს გულსაბნები შეხსენებაა იმისა, რომ კვების რაციონში მცირე ცვლილებებს შეუძლია, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ზოგად ჯანმრთელობაზე…
წყარო: marketer.ge
1758518640
22 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთში ზოგან მცირე წვიმა და ნისლი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაღალმთიან ზონაში მცირე თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +17, +22°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან მცირე წვიმა და ნისლი, ღამით მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია მცირე თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +7, +12°, ზოგან +17° -მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°.ქობულეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +16°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +8°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +17°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +7°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +7°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +7°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +2°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +9°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. შესაძლებელია ნისლი.აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +4°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. შესაძლებელია ნისლი.აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ..ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +6°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +3°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +5°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით 0°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.საგარეჯო -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +10°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11°.
1758350397
20 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით +4, +9°, დღისით +11, +16°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +9, +14°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +8, +13°, ზოგან +18°-მდე;თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +13°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +14°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +14°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +15°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +15°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +15°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +16°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +8°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +15°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +12°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +11°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +8°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +3°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +11°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +9°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +9°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +9°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დრო გამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +2°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით 0°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +7°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +7°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +9°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +12°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +11°.საგარეჯო -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +11°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +10°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +10°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.
1758277000
კაიროს მუზეუმიდან 3000 წლის სამაჯური მოიპარესკაიროს მუზეუმიდან 3000 წლის სამაჯური მოიპარეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის ფარაონის ამენემოპის სამაჯურის გაუჩინარების ფაქტი ათობით ექსპონატის რომში გამოფენაზე გასაგზავნად მომზადების პროცესში გამოაშკარავდა.გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამაჯური მუზეუმში მომუშავე რესტავრატორმა მოიპარა. რესტავრატორმა სამაჯური ნაცნობ ოქრომჭედელს მისცა, რომელმაც ის 3 735 აშშ დოლარად გაყიდა. სამაჯურმა კიდევ ერთხელ გამოიცვალა მფლობელი და საბოლოოდ, სხვა ოქროს სამკაულებთან ერთად გადაადნეს.ეგვიპტის ტურიზმის და სიძველეების სამინისტრომ განაცხადა, რომ სამაჯურის გაუჩინარებაში მონაწილე ოთხმა დამნაშავემ უკვე აღიარა ბრალი, ხოლო სამაჯურში გადახდილი 4000 აშშ დოლარი ამოიღეს.სამაჯურის ფოტო ეგვიპტის მასშტაბით, არსებულ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში ცირკულირებდა ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა მისი აღმოჩენა დროულად ვერ მოხერხდა.
1758260880
19 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ძირითადად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +8, +13°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +14°.სოხუმი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +16°.გაგრა - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +16°.ოჩამჩირე - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +16°.ბათუმი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +17°.ქობულეთი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +15°.ფოთი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +17°.ხულო - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +8°.ქუთაისი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +16°.ჭიათურა - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +13°.ამბროლაური- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.ცაგერი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +12°.ონი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +10°.მესტია- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +6°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებითშესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +10°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +13°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +14°.საგარეჯო -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +12°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +11°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.
1758196412
„ოქროზე მოთხოვნის ყველაზე აქტიურ ეტაპზე შევედით - შესასყიდი ოქრო გაგვიძვირდა“ – „ზარაფხანა“„გლობალურ ბაზრებზე ოქროს გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად ისახება ხოლმე, განსაკუთრებით იმპორტიორებთან მიმართებაში; დაახლოებით 7-8% შეადგინა ფასის მატებამ“, - ამის შესახებ „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.როგორც მანვე განმარტა, „ზარაფხანას“ ოქროს შესყიდვა გაუძვირდა, თუმცა ამ ეტაპისთვის კომპანია ოქროს ნაკეთობებზე ფასების ზრდას არ გეგმავს.„შესასყიდი ოქრო გაგვიძვირდა, თუმცა ჯერჯერობით ფასების ზრდას არ ვაპირებთ - დავაკვირდებით ოქროს ფასის დინამიკას. როგორც ვიცი, ბევრმა ადგილობრივმა ბიზნესმა, რომელიც დაკავებულია იმპორტით, ფასები გაზარდა, თუმცა „ზარაფხანა“ ფასების ზრდას არ აპირებს, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესს, იმ მომენტამდე, სანამ იძულებულები არ ვიქნებით, რომ ფასი გავზარდოთ. ოქრო საკმაოდ გაძვირებულია და ჩვენთვის როგორც მწარმოებლისთვის, არასახარბიელო სიტუაციაა. რა თქმა უნდა, მომხმარებელს არ უყვარს ფასების ზრდა, ჩვენც ვცდილობთ რომ მათი ინტერესები გავატაროთ“, - აღნიშნავს სამხარაძე.რაც შეეხება მოთხოვნას, თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ოქროზე მოთხოვნა ყოველთვის სტაბილურია.მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მარხვის პერიოდი დასრულდა და ახალი წლები ახლოვდება, ოქროზე მოთხოვნა ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის.„მოთხოვნა ოქროს ნაწარმზე ქართულ ბაზარზე ყოველთვის ნარჩუნდება. ამას ემატება ის, რომ ფაქტობრივად დეკემბრამდე მარხვა არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება ქორწილები და მასთან დაკავშირებული აქტივობები, რაც ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნას წარმოშობს, ეს კი გაყიდვების ერთ-ერთი მამოტივირებელი ფაქტორია. დეკემბრიდან კი საახალწლო პერიოდი იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოქროზე მოთხოვნის ყველაზე აქტიურ ეტაპზე შევედით“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თორნიკე სამხარაძე.ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში ოქროს ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თბილისის დროით, 15:30 საათზე 1 უნციის ფასი 3 666 დოლარით განისაზღვრება. Gold Prices-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთი დღის ჭრილში ოქრო 0.6%-ით გაიაფდა, თუმცა გასული ერთი თვის განმავლობაში ფასი 10%-იან მატებას აჩვენებს.