1750747475
ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აღარ შეუძლია - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აღარ შეუძლია მას შემდეგ, რაც აშშ-ის დარტყმებმა მისი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
„ირანი ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა. ახლა ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა იმ აღჭურვილობით, რაც აქვს, რადგან ჩვენ ის გავანადგურეთ“, - აღნიშნა ვენსმა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა შაბათს ღამით ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანა.
1750834890
ჯარიმა 10 ათასობით ევროსაც აჭარბებს - რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა გადამზიდავებმა ევროზონის საზღვრის გადაკვეთისასევროკავშირის ქვეყნები გადამზიდველებისათვის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების და დამატებითი საჯარიმო სანქციების ამოქმედებას აანონსებენ. თუ რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა გადამზიდავებმა, ამის შესახებ პრაქტიკულ რჩევებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) ავრცელებს.როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნები ახალი რეგულაციების შემოღების და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების ერთ-ერთი მთავარ მიზეზად არალეგალური მიგრანტების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ.სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განმარტავს, რომ გერმანია, ავსტრია, იტალია, ნიდერლანდები და შვედეთი - ეს ის ევროპული ქვეყნებია, რომლებმაც მიგრაციული ზეწოლისა და უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების გამო, საზღვრებზე პირველადი კონტროლი უკვე აღადგინეს.ამასთან, როგორც ცნობილია, დარღვევებისთვის გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფინანსური ჯარიმები, რომლებიც ზოგჯერ ათიათასობით ევროსაც აჭარბებს.TCRC- ს ინფორმაციით, შემოწმებები სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, კერძოდ:“მძღოლისა და სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტაცია – განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ევროკავშირის არაწევრ მძღოლებს, შემოწმებას ექვემდებარება მათი ევროზონაში ყოფნის და მუშაობის კანონიერება. ინსპექტორებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ევროკავშირის ლიცენზია, სატრანსპორტო საშუალების და ტვირთის დოკუმენტები.ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის დოკუმენტის CMR ის არასწორად შევსება – CMR-ში შეცდომები გავრცელებული დარღვევა, რაც საფრანგეთში 750 ევრომდე, ხოლო გერმანიაში – 500 ევრომდე ჯარიმას იწვევს.ტვირთის თანმხლები დოკუმენტები –ინვოისი, შეკვეთის საბუთი ა.შ. – მძღოლს ბორტზე უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგიაში საჯარიმო სანქცია 1800 ევრომდეა, ხოლო ნიდერლანდებში – 1500 ევრომდე.საბაჟო დოკუმენტები – MRN, GMR, T1/T2 MRN, GMR და T1/T2 ევროკავშირის ფარგლებში და დიდ ბრიტანეთში საქონლის გადაადგილებისას საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციაა.აღნიშნული დოკუმენტები საჭიროა დიდ ბრიტანეთში/დან გადაზიდვისას, მაშინაც კი, თუ ევროკავშირის ფარგლებში განბაჟება საჭირო არ არის. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ სატრანსპორტო საშუალების კონფისკაცია და ათასობით ფუნტის ოდენობის ჯარიმა შეიძლება გამოიწვიოს.სპეციალური ნებართვები – ზოგიერთი საქონლის გადაზიდვისას საჭიროა დამატებითი ნებართვები, როგორიცაა საშიში ტვირთებისათვის ADR ის ნებართვა. გერმანიაში დარღვევები შეიძლება 50 000 ევრომდე ჯარიმის მიზეზი გახდეს.ევროკავშირის ლიცენზია და მისი ამონაწერი – ლიცენზიის არქონა მკაცრად ისჯება პოლონეთში – 12 000 ზლოტით (2 800 ევრო), გერმანიაში – 5 000 ევროთი, ჩეხეთში – 500 000 კრონამდე (20 100 ევრო).რეგულაცია (EC) 561/2006 რომელიც მკაცრად არეგულირებს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, მძღოლების შესვენებებსა და დასვენების პერიოდებს, მძღოლებს ავალდებულებს თან იქონიონ მძღოლის ბარათი, საჭიროების შემთხვევაში ხელით შეიყვანონ მონაცემები ტაქოგრაფში და დაიცვან დადგენილი დასვენების პერიოდები.მძღოლების შესვენებებსა და დასვენების პერიოდების დარღვევებისთვის ჯარიმებმა შეიძლება რამდენიმე ათას ევროს მიაღწიოს, განსაკუთრებით ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში.ინსპექტორები ასევე ყურადღებას აქცევენ საბურავების, მუხრუჭების, ფარების, ტაქოგრაფის კალიბრაციის, ტექნიკური შემოწმებისა და სავალდებულო აღჭურვილობის (ჟილეტები, საავარიო გაჩერების ნიშანი, ცეცხლმაქრი, პირველადი დახმარების ნაკრები) მდგომარეობას.ამ ტიპის მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში შესაძლებელია ჯარიმების დაკისრება, დოკუმენტების კონფისკაცია, შემდგომი გადაადგილების აკრძალვა და კომპანიის რისკების რეესტრებში შეყვანა.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არალეგალური მიგრანტების სატრანსპორტო საშუალების ძარაში შეღწევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს.არალეგალური მიგრანტების გადაყვანა, მძღოლის არაინფორმირების შემთხვევაშიც, როგორც მძღოლისთვის, ასევე გადამზიდავი კომპანიისათვის დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს. ჯარიმამ დიდ ბრიტანეთში ერთ მიგრანტზე შესაძლოა, 6 000 ფუნტ სტერლინგს (7 000 ევროს) მიაღწიოს, 75 000 ევროს საფრანგეთში და 15 000 ევროს იტალიაში.არალეგალური მიგრანტების სატრანსპორტო საშუალების მისაბმელში შეღწევადობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მძღოლებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ ლუქები, კარები და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა გაჩერებების შემდეგ”, - აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.მათივე ინფორმაციით, ჯარიმების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირი თავის განცხადებაში სატრანსპორტო კომპანიებს მოუწოდებს კანონის სრულ დაცვას, რაც მოითხოვს ყველა სატრანსპორტო და თანმხლები დოკუმენტის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, მძღოლების რეგულარულ გადამზადებას, სატრანსპორტო კომპანიაში შიდა კონტროლის პროცედურების განხორციელებას და შრომისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის რეგულაციების დაცვას.
1750831005
თბილისში, მოსახლეობის ნაწილს დღეს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათბილისში, დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ღოღობერიძის, გეგეჭკორის, მოსიძის, თელეთის, ლომინაძის, ბერუაშვილის, სურგულაძის, ჟორდანიას, კოსტავას, ნიქაბაძის, დავითაიას, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) და დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის, სართიჭალის, ფაღავას, მესხიშვილის, ლაგოდეხის, ბოროდინის, სევანის, წურწუმიას, ხერხეულიძის, ცისკრის, ირბახის, იზაშვილის, გონაშვილის, ფერიცვალების და ალიხანიანის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1750830875
25 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი ცხელი ჰაერის მასების ზემოქმედებით ფორმირდება, რომლებიც სამხრეთიდან მოედინება.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.მოსალოდნელი ტემპერატურა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: თბილისი – უნალექოდ, ქარი ჩრდილო-დასავლეთის, ტემპერატურა +29°C ბათუმი – უნალექოდ, +29°C ქობულეთი – უნალექოდ, +28°C ქუთაისი – უნალექოდ, +30°C ზუგდიდი – უნალექოდ, +29°C ანაკლია – უნალექოდ, +28°C სოხუმი – უნალექოდ, +26°C ოზურგეთი – უნალექოდ, +28°C გორი – უნალექოდ, +30°C ცხინვალი – უნალექოდ, +29°C მარნეული – უნალექოდ, +30°C რუსთავი – უნალექოდ, +30°C თელავი – უნალექოდ, +27°C ახალციხე – უნალექოდ, +28°C ბორჯომი – უნალექოდ, +28°C ბაკურიანი – უნალექოდ, +21°C სტეფანწმინდა – უნალექოდ, +20°C ონი – უნალექოდ, +24°C
1750750431
ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, Bitcoin-ის ფასმა 105 000 დოლარს გადააჭარბაბიტკოინის ფასი სამშაბათს გაიზარდა, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, - წერს Investing.com.მედიის ცნობით, თეირანმა და იერუსალიმმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აღიარეს.ბიტკოინის ფასი 05:24 (GMT) საათისთვის 3.2%-ით გაიზარდა და $105 042 შეადგინა.ბიტკოინის გარდა, სხვა კრიპტო ბაზრებიც გაიზარდა, რამაც სხვა რისკზე ორიენტირებული აქტივების, კერძოდ, აქციების, მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.
1750743850
24 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°.აღმოსავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +17, +22°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შეს. ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +14 °.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ქობულეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +12°ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18, ღამით+6°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+13°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +10°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +10°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +9°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით +10°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18, ღამით+6°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +9°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +8°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +7°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +8°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +7°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17, ღამით+5°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+4 °.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +7°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით +2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +13°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +12°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +13°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +14°.