1750747475
გილოცავ მსოფლიო, ახლა მშვიდობის დროა - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. ტრამპი წერს, რომ ახლა მშვიდობის დროა.
„გილოცავ მსოფლიო, ახლა მშვიდობის დროა“, – წერს ტრამპი.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ბირთვული ობიექტების განადგურებაზე ირანის პასუხი ძალიან სუსტი იყო, რასაც აშშ ელოდა და ძალიან ეფექტურად უპასუხა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ირანს იერიშის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის.
„სიამოვნებით ვაცხადებ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არანაირი ზიანი არ მოგვადგა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ეს ყველაფერი „ამოიღეს თავიანთი სისტემიდან“ და იმედი მაქვს, რომ სიძულვილი აღარ იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ირანს ადრეული გაფრთხილებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ არავინ დაღუპულიყო და დაშავებულიყო. შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში და მე ენთუზიაზმით მოვუწოდებ ისრაელს ამავეს გაკეთებისკენ“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანმა გააფრთხილა კატარი და აშშ საპასუხო თავდასხმის შესახებ.
1750837680
პუტინი სარეკლამო აბრებზე უცხო სიტყვების გამოყენებას კრძალავსრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა კანონი, რომელიც საჯარო სივრცეებში არსებულ აბრებზე, მითითებებზე, საინფორმაციო დაფებსა და ვიზუალური ინფორმაციის სხვა საშუალებებზე უცხო სიტყვების გამოყენებას კრძალავს.დოკუმენტის ტექსტი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.ახალი წესები 2026 წლის 1-ლი მარტიდან შედის ძალაში.კრემლის მტკიცებით, კანონი „რუსული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვას,“ საჯარო გარემოში უცხო ენებიდან ნასესხები სიტყვების შემცირებასა და „თანამედროვე ლიტერატურული ენის ნორმების“ დაცვას ემსახურება.დოკუმენტის თანახმად, რეკლამა, მითითებები, დაფები, აბრები და მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ყველა ინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი. იკრძალება უცხო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება, როგორიც არის, მაგალითად, sale, shop და ა.შ. ინფორმაციის უცხო ენებზე თარგმნა დაშვებულია, თუმცა მხოლოდ მნიშვნელობის სრული დამთხვევისა და ზუსტი ვიზუალური დიზაინის პირობით.ასევე, საცხოვრებელი კომპლექსებისთვის, მიკრორაიონებისა და სხვა ობიექტებისთვის ისეთი სახელწოდების მინიჭება იკრძალება, რომელიც უცხოურად ჟღერს. ამის გარდა, ყველა ასეთი სახელწოდება კირილიცაზე უნდა დაიწეროს.თუმცა კომპანიების სახელწოდებებზე, სავაჭრო და მომსახურების ნიშნებზე კანონი არ ვრცელდება და ისინი ორიგინალური სიტყვების გამოყენების უფლებას ინარჩუნებენ.bpn.ge
1750834890
ჯარიმა 10 ათასობით ევროსაც აჭარბებს - რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა გადამზიდავებმა ევროზონის საზღვრის გადაკვეთისასევროკავშირის ქვეყნები გადამზიდველებისათვის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების და დამატებითი საჯარიმო სანქციების ამოქმედებას აანონსებენ. თუ რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა გადამზიდავებმა, ამის შესახებ პრაქტიკულ რჩევებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) ავრცელებს.როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნები ახალი რეგულაციების შემოღების და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების ერთ-ერთი მთავარ მიზეზად არალეგალური მიგრანტების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ.სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განმარტავს, რომ გერმანია, ავსტრია, იტალია, ნიდერლანდები და შვედეთი - ეს ის ევროპული ქვეყნებია, რომლებმაც მიგრაციული ზეწოლისა და უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების გამო, საზღვრებზე პირველადი კონტროლი უკვე აღადგინეს.ამასთან, როგორც ცნობილია, დარღვევებისთვის გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფინანსური ჯარიმები, რომლებიც ზოგჯერ ათიათასობით ევროსაც აჭარბებს.TCRC- ს ინფორმაციით, შემოწმებები სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, კერძოდ:“მძღოლისა და სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტაცია – განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ევროკავშირის არაწევრ მძღოლებს, შემოწმებას ექვემდებარება მათი ევროზონაში ყოფნის და მუშაობის კანონიერება. ინსპექტორებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ევროკავშირის ლიცენზია, სატრანსპორტო საშუალების და ტვირთის დოკუმენტები.ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის დოკუმენტის CMR ის არასწორად შევსება – CMR-ში შეცდომები გავრცელებული დარღვევა, რაც საფრანგეთში 750 ევრომდე, ხოლო გერმანიაში – 500 ევრომდე ჯარიმას იწვევს.ტვირთის თანმხლები დოკუმენტები –ინვოისი, შეკვეთის საბუთი ა.შ. – მძღოლს ბორტზე უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგიაში საჯარიმო სანქცია 1800 ევრომდეა, ხოლო ნიდერლანდებში – 1500 ევრომდე.საბაჟო დოკუმენტები – MRN, GMR, T1/T2 MRN, GMR და T1/T2 ევროკავშირის ფარგლებში და დიდ ბრიტანეთში საქონლის გადაადგილებისას საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციაა.აღნიშნული დოკუმენტები საჭიროა დიდ ბრიტანეთში/დან გადაზიდვისას, მაშინაც კი, თუ ევროკავშირის ფარგლებში განბაჟება საჭირო არ არის. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ სატრანსპორტო საშუალების კონფისკაცია და ათასობით ფუნტის ოდენობის ჯარიმა შეიძლება გამოიწვიოს.სპეციალური ნებართვები – ზოგიერთი საქონლის გადაზიდვისას საჭიროა დამატებითი ნებართვები, როგორიცაა საშიში ტვირთებისათვის ADR ის ნებართვა. გერმანიაში დარღვევები შეიძლება 50 000 ევრომდე ჯარიმის მიზეზი გახდეს.ევროკავშირის ლიცენზია და მისი ამონაწერი – ლიცენზიის არქონა მკაცრად ისჯება პოლონეთში – 12 000 ზლოტით (2 800 ევრო), გერმანიაში – 5 000 ევროთი, ჩეხეთში – 500 000 კრონამდე (20 100 ევრო).რეგულაცია (EC) 561/2006 რომელიც მკაცრად არეგულირებს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, მძღოლების შესვენებებსა და დასვენების პერიოდებს, მძღოლებს ავალდებულებს თან იქონიონ მძღოლის ბარათი, საჭიროების შემთხვევაში ხელით შეიყვანონ მონაცემები ტაქოგრაფში და დაიცვან დადგენილი დასვენების პერიოდები.მძღოლების შესვენებებსა და დასვენების პერიოდების დარღვევებისთვის ჯარიმებმა შეიძლება რამდენიმე ათას ევროს მიაღწიოს, განსაკუთრებით ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში.ინსპექტორები ასევე ყურადღებას აქცევენ საბურავების, მუხრუჭების, ფარების, ტაქოგრაფის კალიბრაციის, ტექნიკური შემოწმებისა და სავალდებულო აღჭურვილობის (ჟილეტები, საავარიო გაჩერების ნიშანი, ცეცხლმაქრი, პირველადი დახმარების ნაკრები) მდგომარეობას.ამ ტიპის მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში შესაძლებელია ჯარიმების დაკისრება, დოკუმენტების კონფისკაცია, შემდგომი გადაადგილების აკრძალვა და კომპანიის რისკების რეესტრებში შეყვანა.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არალეგალური მიგრანტების სატრანსპორტო საშუალების ძარაში შეღწევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს.არალეგალური მიგრანტების გადაყვანა, მძღოლის არაინფორმირების შემთხვევაშიც, როგორც მძღოლისთვის, ასევე გადამზიდავი კომპანიისათვის დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს. ჯარიმამ დიდ ბრიტანეთში ერთ მიგრანტზე შესაძლოა, 6 000 ფუნტ სტერლინგს (7 000 ევროს) მიაღწიოს, 75 000 ევროს საფრანგეთში და 15 000 ევროს იტალიაში.არალეგალური მიგრანტების სატრანსპორტო საშუალების მისაბმელში შეღწევადობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მძღოლებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ ლუქები, კარები და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა გაჩერებების შემდეგ”, - აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.მათივე ინფორმაციით, ჯარიმების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირი თავის განცხადებაში სატრანსპორტო კომპანიებს მოუწოდებს კანონის სრულ დაცვას, რაც მოითხოვს ყველა სატრანსპორტო და თანმხლები დოკუმენტის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, მძღოლების რეგულარულ გადამზადებას, სატრანსპორტო კომპანიაში შიდა კონტროლის პროცედურების განხორციელებას და შრომისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის რეგულაციების დაცვას.
1750831005
თბილისში, მოსახლეობის ნაწილს დღეს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათბილისში, დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ღოღობერიძის, გეგეჭკორის, მოსიძის, თელეთის, ლომინაძის, ბერუაშვილის, სურგულაძის, ჟორდანიას, კოსტავას, ნიქაბაძის, დავითაიას, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) და დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის, სართიჭალის, ფაღავას, მესხიშვილის, ლაგოდეხის, ბოროდინის, სევანის, წურწუმიას, ხერხეულიძის, ცისკრის, ირბახის, იზაშვილის, გონაშვილის, ფერიცვალების და ალიხანიანის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1750830875
25 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი ცხელი ჰაერის მასების ზემოქმედებით ფორმირდება, რომლებიც სამხრეთიდან მოედინება.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.მოსალოდნელი ტემპერატურა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: თბილისი – უნალექოდ, ქარი ჩრდილო-დასავლეთის, ტემპერატურა +29°C ბათუმი – უნალექოდ, +29°C ქობულეთი – უნალექოდ, +28°C ქუთაისი – უნალექოდ, +30°C ზუგდიდი – უნალექოდ, +29°C ანაკლია – უნალექოდ, +28°C სოხუმი – უნალექოდ, +26°C ოზურგეთი – უნალექოდ, +28°C გორი – უნალექოდ, +30°C ცხინვალი – უნალექოდ, +29°C მარნეული – უნალექოდ, +30°C რუსთავი – უნალექოდ, +30°C თელავი – უნალექოდ, +27°C ახალციხე – უნალექოდ, +28°C ბორჯომი – უნალექოდ, +28°C ბაკურიანი – უნალექოდ, +21°C სტეფანწმინდა – უნალექოდ, +20°C ონი – უნალექოდ, +24°C
1750750431
ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, Bitcoin-ის ფასმა 105 000 დოლარს გადააჭარბაბიტკოინის ფასი სამშაბათს გაიზარდა, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, - წერს Investing.com.მედიის ცნობით, თეირანმა და იერუსალიმმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აღიარეს.ბიტკოინის ფასი 05:24 (GMT) საათისთვის 3.2%-ით გაიზარდა და $105 042 შეადგინა.ბიტკოინის გარდა, სხვა კრიპტო ბაზრებიც გაიზარდა, რამაც სხვა რისკზე ორიენტირებული აქტივების, კერძოდ, აქციების, მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.