1750747475
თბილისში, მოსახლეობის ნაწილს დღეს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისში, დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ღოღობერიძის, გეგეჭკორის, მოსიძის, თელეთის, ლომინაძის, ბერუაშვილის, სურგულაძის, ჟორდანიას, კოსტავას, ნიქაბაძის, დავითაიას, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) და დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის, სართიჭალის, ფაღავას, მესხიშვილის, ლაგოდეხის, ბოროდინის, სევანის, წურწუმიას, ხერხეულიძის, ცისკრის, ირბახის, იზაშვილის, გონაშვილის, ფერიცვალების და ალიხანიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.