ჯასტინ ბიბერის მილიონები - როგორ გამოიმუშავებს ფულს youtube-ზე შემთხვევით აღმოჩენილი მოზარდი

მსოფლიო 1736685900
ასტინ ბიბერი

მხოლოდ შეერთებულ შტატებში 5 მილიონზე მეტი ასლი გაყიდული ალბომისთვის, მომღერალმა სამი პლატინის სერთიფიკატი და პლატინის სტატუსი მოიპოვა.

ბიბერი ნამდვილ პოპ სენსაციად იქცა. დღეს ჯასტინ ბიბერის ქონება 300 მილიონ დოლარს შეადგენს. Never Say Never-ის ჰიტმეიკერი ფულის გამომუშავებას თავისი ნამღერდიან დღესაც აგრძელებს.

ჯასტინ ბიბერის შემოსავალი მუსიკიდან

ბიბერის შემოსავლის მთავარი წყარო მისი მუსიკაა.

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლის კატალოგი მოიცავს ექვს სტუდიური ალბომს, 76 სინგლს, სამ კრებულს და სამ რემიქ ალბომს.

როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ ფორმატებში, მან მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.

მთლიანი შემოსავალი მხოლოდ მუსიკის გაყიდვიდან დაახლებით 300-დან 375 მილიონ დოლარს შეადგენს.

შემოსავალი საკონცერტო ფილმებიდან და სხვა მედიიდან

სიმღერის გარდა, მომღერალი თოქ-შოუებში და რეალითი სატელევიზიო შოუებში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს როლები უმნიშვნელო იყო, მას სავარაუდოდ, 10 მლნ დოლარამდე გადაუხადეს.

გაყიდული მუსიკის კატალოგი

მუსიკალური კატალოგის გაყიდვის სტრატეგია არტისტებისთვის სულ უფრო მომგებიანი ხდება.

2023 წელს ჯასტინ ბიბერმა გაყიდა თავისი მთელი მუსიკალური კატალოგი Hipgnosis Songs Fund Limited-ს მიჰყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გარიგებამ ბიბერს 200 მილიონი დოლარი მოუტანა.

შემოსავალი ტურებიდან

ჯასტინ ბიბერის უნარს მოიზიდოს ხალხი, მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს. თითოეულ კონცერტზე მას დაახლობით 2,5-დან 6 მილიონ დოლარამდე ეკუთვნის.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფასური მან ინდოელი მულტიმილიარდერის - ანანტ ამბანისა და რადიკა მერჩანტის ქორწილში მიიღო. ბიბერს წარმოდგენაში 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

მისმა სადებიუტო My World Tour-მა 53.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Believe Tour-მა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა, შემოსავალი 212 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

შემოსავლები სტრიმინგიდან

ინტერნეტმა მუსიკალურ ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა.

ყველა ძირითად პლატფორმაზე 650 მილიონი მიმდევარით, ბიბერი ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

თითო დაფინანსებულ პოსტზე ის დაახლოებით 1.7 მილიონ დოლარს იღებს.

ხოლო მისმა მუსიკამ Spotify-ზე და YouTube-ზე დაახლოებით 273 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ბრენდთან გარიგებები

მუსიკის მიღმა, ვარსკვლავი ფულს ბრენდებთან თანამშრომლობით გამოიმუშავებს.

ის არის ტანსაცმლის ბრენდის Drew House-ის თანამფლობელი, რომელმაც წლიური ზრდის 200%-იანი ტემპი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის მაჩვენებლები კონფიდენციალურია, ასეთი ზრდა აშკარად მიუთითებს გასაოცარ მომგებიანობაზე.

წყარო: therichest.com