ლუვრის დირექტორმა მუზეუმში პოლიციის განყოფილების განთავსება ითხოვა

მსოფლიო 1761202380
ლუვრი

გაძარცული ლუვრის  დირექტორ - პრეზიდენტმა  ლორანს დე კარმა, სენატში განაცხადა, რომ მუზეუმის უსაფრთხოების სისტემის სისუსტეები ცნობილია და მუზეუმის მოძველებული ინფრასტრუქტურა თანამედროვე უსაფრთხოების აღჭურვილობის გამოყენების საშუალებას არ იძლევა, – ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

„ჩვენი პერიმეტრის უსაფრთხოების სისტემის სისუსტეები ცნობილია და იდენტიფიცირებულია“, - თქვა მან.

დე კარმა აღნიშნა „მუზეუმის უსაფრთხოების გენერალური გეგმის“ დაუყოვნებლივ განხორციელების მნიშვნელობა.

„ჩვენ გვაქვს მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ თანამედროვე აღჭურვილობა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

დე კარი მხარს უჭერს მუზეუმის ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილების განთავსების იდეას.

ვრცლად interfax - ზე