ლუვრის მუზეუმი გაძარცვეს, მოპარულია სამკაულები

მსოფლიო 1760940871
ლუვრი

პა­რიზ­ში მდე­ბა­რე ლუვ­რის მუ­ზე­უ­მი ძარ­ცვის გამო დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა, - BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, რა­ში­და და­ტიმ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძარ­ცვა დღეს დი­ლით მოხ­და, რო­დე­საც მუ­ზე­უ­მი იხ­სნე­ბო­და. ად­გილ­ზე პო­ლი­ცია იმ­ყო­ფე­ბა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს.

მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ის "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო“ და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მო­პა­რუ­ლია სამ­კა­უ­ლე­ბი.

ლუვრში მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში და სხვა ძვირ­ფა­სი ნივ­თი ინა­ხე­ბა.