“მანჩესტერ იუნაიტედს” ახალ, 100 000 გულშემატკივარზე გათვლილ სტადიონს £2 მილიარდად აუშენებენ

მსოფლიო 15 მარ 7:41
მანჩესტერ იუნაიტედი

ლეგენდარულ “ოლდ ტრაფორდს”, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” საშინაო მოედანი 1910 წლიდანაა, სულ მალე დემონტაჟს გაუკეთებენ, რადგან ოფიციალურად დამტკიცდა ახალი, 100 000 გულშემატკივარზე გათვლილი მოედნის მშენებლობა.

"იუნაიტედის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროექტი 92 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და მოიზიდავს წლიურად 1,8 მილიონ ვიზიტორს.

კლუბის თანამფლობელის, ჯიმ რეტკლიფის განცხადებით ახალი მოედანი მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი იქნება, ხოლო ძველი, რომელიც იდეალურად ემსახურა კლუბს 115 წლის მანძილზე, თანამედროვეობით ჩამორჩა სხვა სტადიონებს, რის გამოც მიიღეს მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება.

ახალი მოედნის მშენებლობაზე კომპანია Foster + Partners იმუშავებს და წინასწარ გადაწყვეტილია, რომ პროექტი ასახავს არაჩვეულებრივ ქსელურ სტრუქტურას, რომელიც ჩამოკიდებული სამი მაღალი სვეტით მთელ სტადიონს ფარავს. ისინი სიმაღლეში 200 მეტრ სიმაღლეზე იქნება განთავსებული და მისი დანახვა 40 კილომეტრის დაშორებითაც იქნება შესაძლებელი. ამასთან ახალი მოედანი განლაგებულია ტერიტორიის უფრო ფართო განაშენიანების ფარგლებში, სადაც 17 000 ახალი სახლის მშენებლობა იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ არქიტექტორების გათვლით “ოლდ ტრაფორდის” განახლებაზე დაახლოებით ერთი მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯებოდა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელებმა £2 მილიარდად სრულიად ახალი სტადიონის აშენების გადაწყვეტილება მიიღეს.