1747634171
მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყნები

ბედნიერება ერთ-ერთი ის მახასიათებელია, რომლის მიკუთვნება ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები ხალხისთვის ძალიან რთულია, რადგან ის, დიდწილად, მოსახლეობის სუბიექტურ აღქმას ეფუძნება.
ამ მხრივ წამყვანი კვლევა World Happiness Report-ის სახელითაა ცნობილი და მისი შეფასება ქვეყნის საშუალო შემოსავალს, ჯანმრთელი ცხოვრების ხანგრძლივობას, სოციალურ მხარდაჭერას, არჩევანის თავისუფლების, კეთილშობილებისა და კორუფციისგან თავისუფლების სუბიექტურ აღქმას ეფუძნება.
თუკი ყველაზე ბედნიერად, როგორც წესი, ჩრდილოეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნებში ცხოვრობენ, ყველაზე ნაკლებად ბედნიერად ადამიანები ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში ცხოვრობენ. დღეს, სწორედ ამ ქვეყნებს გაგაცნობთ.
ავღანეთი
რეგიონი: ახლო აღმოსავლეთი
მშპ: $17.2 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $420
მოსახლეობა: 41 მლნ
საშუალო წლიური ხელფასი: $205
სიერა-ლეონე
რეგიონი: აფრიკა
მშპ: $7.4 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $870
მოსახლეობა: 8.5 მლნ
საშუალო წლიური ხელფასი: $870
ლიბანი
რეგიონი: ახლო აღმოსავლეთი
მშპ: $17.9 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $2,840
მოსახლეობა: 6.3 მლნ
საშუალო წლიური ხელფასი: $6,300
მალავი
რეგიონი: აფრიკა
მშპ: $10.8 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $510
მოსახლეობა: 21.1 მლნ
საშუალო წლიური ხელფასი: $450
ზიმბაბვე
რეგიონი: აფრიკა
მშპ: $35.9 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $2,200
მოსახლეობა: 16.4 მლნ
საშუალო წლიური ხელფასი: $2,200
1747634052
19 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ორშაბათს, 19 მაისს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 20-25 მ/წმ და სეტყვა, ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°.სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +19°.ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +19°.ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +19°.ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.ანაკლია: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +21°.ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +16°.გორი: დღის პირველ ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +22°.ცხინვალი: დღის პირველ ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +21°.თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +22°.მარნეული: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.რუსთავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +22°.ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +15°.სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +13°.თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +21°.
1747566240
ბანანის მოსაყვანად მიწის 66% უვარგისი გახდება - გლობალური დათბობის შედეგიკლიმატური კრიზისი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ხილს, ბანანს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ბრიტანულ ჰუმანიტარულ პროექტ Christian Aid-ის ბოლო ანგარიშში წერია, რასაც The Guardian ავრცელებს.კერძოდ, ნელი კლიმატური კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე 2080 წლისთვის ბანანის მოსაყვანად ამჟამად გამოყენებული მიწის, დაახლოებით, 66% სოფლის მეურნეობისთვის შესაძლოა, უვარგისი გახდეს.ბანანის, დაახლოებით, 80%, რომელიც მთელ მსოფლიოში სუპერმარკეტებს მიეწოდება, სწორედ ამ რეგიონებიდან გადის ექსპორტზე.ექსპერტები ანგარიშში განმარტავენ, რომ ბანანის მწარმოებელ ქვეყნებს, განსაკუთრებით, გვატემალას, კოსტა-რიკასა და კოლუმბიას ამჟამად ისეთი კლიმატური საფრთხეები ემუქრებათ, როგორიც არის ტემპერატურის მნიშვნელოვანი ზრდა, ამინდის ექსტრემალური პირობები და მოვლენები, კლიმატის ცვლილების ფონზე გავრცელებული მავნებლები, ნიადაგის მიკრობები და სოკოები.ეს სასურსათო კულტურების მოსავლიანობას ამცირებს და სოფლის თემებს ანადგურებს.Christian Aid-ის შეფასებით, ბანანი საკმაოდ „ნაზი“ ხილია და მის მოსაყვანად საჭიროა ტემპერატურის დიაპაზონი 15°C-დან 35°C-მდე; ასევე, ბევრი კი არა, არამადე საკმარისი რაოდენობის წყალი და შედარებით მშვიდი ამინდი, რადგან ბანანი მგრძნობიარეა ქარიშხლების მიმართ, რამაც შესაძლოა, მცენარის ფოთლები დაგლიჯოს და მისი ფოტოსინთეზი შეაფერხოს.ექსპორტიორებს შორის განსაკუთრებით პოპულარული კავენდიშის სახელით ცნობილი ჯიშია. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში ბანანის ასობით სახეობა არსებობს, ხილის კონგლომერატებმა მოსაყვანად და გასაყიდად კავენდიშის ჯიში მისი მაღალი მოსავლიანობის, ყინვაგამძლეობისა და კარგი გემოს გამო აირჩია.ამასთან, გენეტიკური ვარიაციის არარსებობა ამ ხილს სწრაფად ცვალებადი კლიმატის მიმართ განსაკუთრებით დაუცველს ხდის.Christian Aid-ის მონაცემებით, ბანანი მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხილია. ხორბლის, ბრინჯისა და სიმინდის შემდეგ ის მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო კულტურაა.ამ მცენარეებიდან მიღებული მოსავლის, დაახლოებით, 80% ადგილობრივად მოიხმარება. ამასთან, მსოფლიოში 400 მილიონზე მეტი ადამიანი დღიური კალორიების 15-27%-ს ბანანიდან იღებს.bpn.ge
1747552080
ბარაკ ობამა, სემუელ ლ. ჯექსონი - ადამიანები, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენმსოფლიოს ბევრმა უმდიდრესმა ადამიანმა კარიერა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. თუმცა, სხვებმა მილიონერის ან მილიარდერის სტატუსს შედარებით გვიან მიაღწიეს.წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ:ვერა ვონგი: 40 წლისახალგაზრდობაში ვერა ვონგი წარმატებული მოციგურავე და ჟურნალისტი იყო, 1970-იანი წლების დასაწყისში კი Vogue-ის ყველაზე ახალგაზრდა რედაქტორი გახდა. მისი, როგორც მოდის დიზაინერის კარიერა მხოლოდ 40 წლის ასაკში დაიწყო.ვონგი ამჟამად დაახლოებით 650 მილიონ დოლარს ფლობს. მან შექმნა საქორწილო ტანსაცმელი ისეთი კლიენტებისთვის, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი, ჩელსი კლინტონი, ივანკა ტრამპი, არიანა გრანდე და სხვა.საიმონ კოუელი: 42 წლისსაიმონ კოუელის ქონება დაახლოებით 600 მილიონი დოლარია.თუმცა მისი კარიერა წარმატებით არ დაწყებულა. მისი პირველი სამსახური EMI Music Publishing-ის საფოსტო განყოფილებაში იყო. თავდაუზოგავად მუშაობდა, მაგრამ ხელმძღვანელმა დაწინაურებაზე უარი უთხრა. იმედგაცრუებულმა საიმონმა კომპანია დატოვა, თუმცა მოგვიანებით EMI-ში მაინც დაბრუნდა.2001 წელს, როდესაც კოუელი 42 წლის იყო, ის რეალითი შოუ Pop Idol-ის ჟიურის წევრი გახდა და ძალიან მალევე მილიონერის სტატუსიც მოიპოვა.ალან რიკმანი: 42 წლისროდესაც ინგლისელი მსახიობი ალან რიკმანი 20 წლის იყო, მან მიატოვა გრაფიკული დიზაინერის წარმატებული კარიერა და მსახიობობაზე გადაერთო.მართალია, მანამდე მან წლები გაატარა თეატრში, თუმცა პირველი დიდი წარმატება 42 წლის ასაკში, ჰანს გრუბერის როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა ფილმში „კერკეტი კაკალი“.2016 წელს, გარდაცვალებისას მისი ქონება 16 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.სემუელ ლ. ჯექსონი: 43 წლისმიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჰოლივუდის სცენაზე იყო, სამუელ ლ. ჯექსონმა ნამდვილი ფინანსური წარმატება 43 წლის ასაკში სპაიკ ლის ფილმში „ჯუნგლების ცხელებაში“ მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. დღეს მისი წმინდა ქონება 250 მილიონ დოლარს შეადგენს.ბარაკ ობამა: 43 წლისპრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელფასის სახით წლიურად 400 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა.თუმცა, მხოლოდ პრეზიდენტობა არ იყო მისი გამდიდრების წყარო.43 წლის ასაკში ობამამ ხელახლა გამოსცა თავისი პირველი წიგნი „ოცნებები ჩემი მამისგან“, ამ წიგნმა მას პირველი მილიონი მოუტანა და მას შემდეგ კიდევ სამი წიგნი გამოუშვა.წიგნმა „აღთქმული მიწა“, პირველივე დღეს გაყიდვების რეკორდი დაამყარა 2020 წლის ნოემბერში თითქმის 890 000 ეგზემპლარი გაიყიდა.როგორც ცნობილია, ობამას ოჯახი დაახლოებით 70 მილიონ დოლარს ფლობს.წყარო: lovemoney.com
1747472129
როგორ გამოიყურება კერძო კუნძული ნიუ-იორკთან, რომელიც 29 მლნ დოლარად იყიდება (+ფოტო)კონექტიკუტის შტატის პოპულარულ თიმბლის კუნძულებზე კიდევ ერთი ლეგენდარული ქონება იყიდება.ლონგ-აილენდ-საუნდში მდებარე 7.65 ჰექტარი მიწის კერძო ნაკვეთი - როჯერს აილენდი, ბაზარზე 29.99 მილიონ დოლარად გამოიტანეს.კუნძულზე, რომელზეც მოხვედრა მხოლოდ ნავით შეიძლება, 123 წლის ტიუდორების ეპოქის სახლი, სანაპირო ზოლში მდებარე საცურაო აუზი, გოლფის მოედანი და მრავალი დამხმარე ნაგებობაა განთავსებული.Mansion Global-ის ცნობით, მწვანე ოაზისი მისი ამჟამინდელი მფლობელის, გრეგ იენსენის ოჯახისთვის ზაფხულის დასასვენებელი ადგილი იყო.გრიგორ იენსენი მსოფლიოში უდიდესი ჰეჯ-ფონდის ფირმის, Bridgewater Associates-ის, ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო დირექტორია.როჯერის კუნძულზე მდებარე სახლს 10 საძინებელი და ორი სამზარეულო აქვს - ერთი მარმარილოს სახურავით მოპირკეთებული გართობისთვის, ხოლო მეორე - კვებისთვის.კუნძულზე ასევე არის მარილიანი წყლის აუზი სპა-ცენტრით, აუზის სანაპირო სახლი, ჩოგბურთის კორტი და სხვა გასართობი სივრცეები.დამხმარე ნაგებობებს შორის არის ოთხსაძინებლიანი სტუმრების კოტეჯი სამზარეულოთი და კომერციული ზომის სათბურით.განცხადების თანახმად, სტუდიო-კოტეჯი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სპა-ცენტრად ან სამხატვრო სტუდიად.ზამთრის ბაღის მიმდებარედ არის პერსონალის საცხოვრებელი, ორი საძინებლითა და სამზარეულო საკუთარი სველი წერტილებით. ერთი ნავმისადგომი განკუთვნილია მომსახურების მიწოდებისთვის, ხოლო მეორე, რომელიც მთავარ სახლთან პირდაპირი შესასვლელით არის, მესაკუთრეებისა და სტუმრებისთვისაა განკუთვნილი.კუნძულს სახელი ამ ტერიტორიის პირველი მოსახლის ჯონ როჯერსის პატივსაცემად ეწოდა. ჩანაწერის თანახმად, როჯერსების ოჯახი კუნძულს 1710 წლიდან 1858 წლამდე ფლობდა.2018 წელს იენსენმა კუნძული 21.5 მილიონი დოლარად შეიძინა.წყარო: nypost.com
1747469700
ქვეყნები, სადაც ბიზნესის დაწყება მარტივია - Euronewsარიან ქვეყნები, სადაც ბიზნესის დაწყება შედარებით მარტივია. Euronews-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც სწორედ ამ თემას ეძღვნება, ნათქვამია, რომ აშშ-ჩინეთს შორის წარმოქმნილმა სავაჭრო დაძაბულობამ ბიზნესისა და ეკონომიკის არასტაბილურობის ზრდა გამოიწვია.თუმცა, არიან ქვეყნები, სადაც ახალი ბიზნესის წამოწყება შედარებით მარტივია.ესტონეთიუცხოელი ინვესტორებისთვის ესტონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა. მისი ელექტრონული რეზიდენტურის პროგრამა არარეზიდენტებს საშუალებას აძლევს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანიები და ამავდროულად, ციფრულად დააკმაყოფილონ თავიანთი ბიზნეს საჭიროებები.ის ასევე საშუალებას აძლევს მათ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ისარგებლონ ესტონეთის მთავრობის გარკვეული სერვისებით.Invest in Estonia- ს ინფორმაციით, კომპანიის დაფუძნებას 15 წუთი სჭირდება, ბიზნესების 98% კი ონლაინ რეჟიმში იქმნება.ირლანდიაირლანდია ევროპაში ბიზნესის დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებაა.Enterprise Ireland ყოველწლიურად დაახლოებით 200 სტარტაპში ინვესტირებას ახორციელებს. მაგალითად, უოტერფორდი ყველაზე ეფექტურია მშენებლობის ნებართვების გაცემის საკითხში, ხოლო ჰოლვეი საუკეთესოა ქონების რეგისტრაციისა და ბიზნესის დაწყების საკითხში.ირლანდია, როგორც ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროზონის წევრი, ასევე ევროს მომხმარებელი, ევროპელი მეწარმეებისთვის ძალიან მიმზიდველ ფაქტორებს ქმნის. მას ასევე აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორპორაციული საგადასახადო განაკვეთი 12.5%-ის ოდენობით და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება დაახლოებით 72 ქვეყანასთან.ბულგარეთიდაბალი ბიუროკრატიის გამო, ბულგარეთი აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან პოპულარული ახალი ბიზნეს ცენტრია. პროცესებს აქ მხოლოდ რამდენიმე კვირა სჭირდება. ადმინისტრაციული ხარჯებიც ძალიან დაბალია ევროპის უმეტეს ნაწილთან შედარებით, ხოლო კორპორაციული გადასახადი მხოლოდ 10%-ია.ქვეყანაში დაშვებულია კომპანიის დისტანციური რეგისტრაციაც.ნიდერლანდებინიდერლანდები ევროკავშირის მეხუთე უდიდესი ეკონომიკაა, რომლის მშპ დაახლოებით 990.6 მლრდ დოლარია, რაც ევროკავშირის ეკონომიკის დაახლოებით 5.96%-ს შეადგენს. ამასთან, მას საკმაოდ მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა ჰყავს. ადგილობრივი მთავრობა ახალი ბიზნესებისთვის მხარდაჭერის მრავალფეროვან სქემებსა და საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციული გადასახადის განაკვეთი ზოგიერთ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ოდნავ მაღალია, ბიზნესის მრავალი მფლობელისთვის ეს ფასი ღირებულია მდებარეობისა და ბაზარზე წვდომის გამო.დანიაბიზნესის დაწყება საკმაოდ მარტივია დანიაშიც. მსოფლიო ბანკის მიერ ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, ქვეყანა მუდმივად მაღალ შეფასებას იღებს და ხშირად მსოფლიოში პირველ ხუთეულშიც ხვდება.საკმაოდ მარტივია აქ კომპანიის რეგისტრაცია - დამფუძნებლებს პროცესის დასრულება ონლაინაც კი შეუძლიათ. პროცესი იმდენად სწრაფია, რომ ზოგჯერ შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდეს.ცნობისათვის, დანიას აქვს სტაბილური ეკონომიკა, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა და ძლიერი ინფრეასტრუქტურა.დანიას აქვს მიმზიდველი კორპორატიული საგადასახადო განაკვეთიც, რომელიც ორგანიზაციების უმეტესობისთვის 22%-ს შეადგენს.გაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 360 000 ახალი ბიზნესი იქმნება. კომპანიის შექმნა აქ სწრაფი, მარტივი და საკმაოდ იაფი პროცედურაა. მაგალითად, ფოსტით განცხადების დამუშავებას 8-10 დღე სჭირდება, ხოლო ონლაინ - 24 საათი.დიდ ბრიტანეთს აქვს ძლიერი საგადასახადო და სამართლებრივი სისტემა, ეფექტური პროცესებით და ყველა შპს-თვის 25%-იანი კორპორაციული გადასახადის განაკვეთით.