1760256360
მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქები ფეხით მოსიარულეთათვის - ახალი რეიტინგი

ახალი ქალაქის ფეხით დათვალიერება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მის გასაცნობად, თუმცა ზოგიერთ ქალაქში ფეხით გადაადგილება სხვებთან შედარებით გაცილებით რთულია.
Compare the Market-ის ახალმა კვლევამ მსოფლიოს მასშტაბით 90 ქალაქი გააანალიზა მათი უსაფრთხოების თვალსაზრისით და გამოავლინა ადგილები, რომლებსაც ყველაზე მაღალი ქულები აქვთ ავტომობილებისგან თავისუფალი სტატუსის, სამსახურში ფეხით მოსიარულეთა პროცენტული მაჩვენებლისა და საერთო უსაფრთხოების მხრივ.
კვლევის თანახმად, ფეხით სიარულისთვის ყველაზე უსაფრთხო ქალაქებია:
დუბაი
მიუხედავად იმისა, რომ დუბაი არ არის ცნობილი ფეხით სასიარულოდ მოსახერხებელი ადგილებით, ქალაქი მაინც მსოფლიოში პირველ ადგილზეა, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის ყველაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. მან მიიღო 83.89 ქულა და ცნობილია თავისი კარგად მოვლილი საზოგადოებრივი სივრცეებით.
ზაგრები
ხორვატიის ქალაქი ზაგრები მეორე ადგილზე გავიდა საერთო ქულით 78.51. მრავალი საფეხმავლო ზონის წყალობით, ქალაქი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა მშვიდი გასეირნებისთვის.
კვებეკი
სიაში ერთადერთი კანადური ქალაქი კვებეკი მესამე ადგილზე გავიდა 77.58 ქულით. ქალაქი მდიდარია მოკირწყლული საფეხმავლო ქუჩებითა და სანაპირო ადგილებით, რაც მას კიდევ ერთ შესანიშნავ ლოკაციად აქცევს ფეხით სასიარულოდ.
სინგაპური
სინგაპური რეიტინგში აზიის ქალაქებს შორის პირველ ადგილზეა 77.36 ქულით. სინგაპური ცნობილია საერთო უსაფრთხოებით, მიუხედავად იმისა, ფეხით იმოგზაურებთ თუ არა.
ციურიხი
ევროპული ქალაქი ციურიხი, 76.88 ქულით, რეიტინგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ შვეიცარიულ ქალაქში ფეხით გადაადგილება მარტივია და ზოგადად ძალიან უსაფრთხოდ ითვლება.
კრაკოვი
კრაკოვს (პოლონეთი)75.43 ქულა აქვთ. ქალაქი გამოირჩევა მრავალი საფეხმავლო ზონით, რაც მას პოპულარულ არჩევნად აქცევს არა მხოლოდ ფეხით მოსიარულე ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც.
პრაღა
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი მეშვიდე ადგილზეა 75.39 ქულით. პრაღა ცნობილია თავისი ულამაზესი არქიტექტურით, ხოლო ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება ტურისტებს საშუალებას აძლევს მარტივად გადაადგილდნენ ქალაქში და დაათვალიერონ ღირსშესანიშნაობები.
სეული
სეული მერვე ადგილზეა 75.33 ქულით. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მჭიდროდ არის დასახლებული და ხმაურიანიცაა, საფეხმავლო გადასასვლელები უსაფრთხოა და ფეხით დათვალიერებაც მარტივია.
ტოკიო
შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ტოკიოს მსგავსი მეტროპოლია ამ სიაში მოხვდა, მაგრამ იაპონიის დედაქალაქი ცნობილია ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებითა და კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემით. ქალაქის უსაფრთხოების საერთო ქულა 75.29-ია.
ვარშავა
ათეულს ვარშავა ასრულებს. პოლონეთის დედაქალაქმა 74.65 ქულა მიიღო, რაც მას შესანიშნავ არჩევნად აქცევს მოგზაურებისთვის, რომლებსაც ქალაქის მდიდარი ისტორიის ფეხით შესწავლა სურთ.
წყარო: forbes.com