რობოტი მომსახურე პერსონალი - ილონ მასკმა ჰოლივუდში Tesla-ს პირველი Diner & Drive-In გახსნა

მსოფლიო 1753338643
Diner & Drive-In

ილონ მასკმა ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდში, Tesla-ს პირველი Diner & Drive-In გახსნა.

ობიექტი, რომლის გახსნის ცერემონიას ასობით სტუმარი დაესწრო, რეტრო ამერიკულ სტილშია მოწყობილი, რობოტი მომსახურე პერსონალი ჰყავს და ადგილზეა სინქრონიზებული კინოჩვენებებიც.

Tesla Diner & Drive 24/7 რეჟიმში იმუშავებს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც გარე სივრცეებს, ასევე 250-სავარძლიან შიდა მოსასვენებელ ადგილებს.

Drive-In კონცეფცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეუკვეთონ ტრადიციული ამერიკული საკვები - ბურგერები, ქათმის ფრთები, ჰოთ დოგები და ა.შ.

ასევე, ობიექტი მოიცავს ელექტრომობილების დასატვირთ 80 დახლსაც, რომელთა მოწყობის სპეციფიკა და მახასიათებლები ადგილს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ურბანულ სუპერჩერჯერად აქცევს.