რუსეთი და ჩინეთი უკრაინის ომმა დააახლოვა - დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1717567554
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

10 წლის ისტორიის შესწავლის შემდეგ ხვდები, რომ არასდროს უნდა დაუშვა რუსეთის და ჩინეთის გაერთიანება, საშინელი რამ მოხდა, რუსეთი აიძულეს, ჩინეთის ხელში ჩავარდნილიყო, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპი აცხადებს, რომ ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა რუსეთს ჩინეთთან დაახლოება აიძულეს, მაშინ როდესაც თავად საპირისპიროდ მოქმედებდა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, უკრაინის ომმა რუსეთი და ჩინეთი დააახლოვა, ამასთანავე, ასპარეზზე გამოიყვანა ირანი და ჩრდილოეთ კორეაც.

დონალდ ტრამპის თქმით, ყველა, ვინც აშშ-ის წინააღმდეგია, პარტნიორობას აყალიბებს.

„მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ დგება, ჩვენი მოკავშირეები სუსტდებიან. შეხედეთ, რა ხდება ჩინეთთან და ტაივანთან დაკავშირებით. ეს დიდი საქმეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.