"რუსეთი შორდება დოლარის, ევროს და სხვა დასავლური ვალუტების გამოყენებას"

მსოფლიო 1717830874
პუტინი

რუსეთის ვაჭრობის თითქმის 40% ახლა რუბლით ხდება. რუსეთი შორდება დოლარის, ევროს და სხვა დასავლური ვალუტების გამოყენებას - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF) გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთისთვის მეგობრული ქვეყნები ახლა რუსეთის ვაჭრობის 75%-ს შეადგენენ. მან ხაზი გაუსვა ამ ქვეყნების მნიშვნელობას გლობალური ეკონომიკის მომავლისთვის.

პუტინმა ასევე BRICS-ის ქვეყნების(ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ვალუტებით ვაჭრობის გაზრდის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსული ექსპორტისთვის დასავლურ ვალუტაში გადახდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განახევრდა.  
 
„ამასთან ერთად იზრდება რუბლის წილი იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებში და ახლა თითქმის 40%-ს შეადგენს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა განიხილა რუსეთის ფინანსური ბაზრის ძირითადი რეფორმები. მათ შორის, გეგმები გააორმაგოს რუსული საფონდო ბაზრის ღირებულება, შეამციროს იმპორტი და გაზარდოს ინვესტიციები ძირითად აქტივებში.

SPIEF ღონისძიების მიზანია ახალი ურთიერთობების დამყარება აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებთან. დასავლეთის საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა წელს უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ყველა განვითარებული ეკონომიკა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს რუსეთის ეკონომიკის 3,2%-ით მოიმატებს, აშშ-ს 2,7%-ით, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კი 1%-ზე ნაკლებით.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ძლიერი კერძო მოხმარებითა და შიდა ინვესტიციებით სანქციებმა რუსეთი უფრო თვითკმარი გახადა. ნავთობისა და სასაქონლის მიმდინარე ექსპორტმა ინდოეთსა და ჩინეთში, ნავთობის მაღალმა ფასებმა ხელი შეუწყო რუსეთის ეკონომიკის შენარჩუნებას.