1750747475
რუსეთის დუმა იხილავს კანონპროექტს, რომლითაც ბავშვებისთვის დასარქმევად დაშვებული სახელების სია განისაზღვრება

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისთვის დასარქმევად დასაშვები სახელების სიის შექმნას.
ოჯახის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ტატიანა ბუტსკაიას თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ნებადართული სახელების „დიდი დახურული სიის“ შექმნას.
მისი თქმით, ახალი ინიციატივის მიზანია დაიცვან ბავშვები იმისგან, რომ მათ დაარქვან ისეთი სახელები, როგორიცაა პელმენი, მაგიდა, სკამი და ა.შ.
მისივე თქმით, კანონპროექტის შემუშავებისას თავდაპირველი იდეა იყო გოგოებისთვის მამრობითი და ვაჟებისთვის ქალის სახელების მინიჭების აკრძალვა.
1750750431
ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, Bitcoin-ის ფასმა 105 000 დოლარს გადააჭარბაბიტკოინის ფასი სამშაბათს გაიზარდა, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, - წერს Investing.com.მედიის ცნობით, თეირანმა და იერუსალიმმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აღიარეს.ბიტკოინის ფასი 05:24 (GMT) საათისთვის 3.2%-ით გაიზარდა და $105 042 შეადგინა.ბიტკოინის გარდა, სხვა კრიპტო ბაზრებიც გაიზარდა, რამაც სხვა რისკზე ორიენტირებული აქტივების, კერძოდ, აქციების, მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.
1750743850
24 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°.აღმოსავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +17, +22°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შეს. ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +14 °.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ქობულეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +12°ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18, ღამით+6°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+13°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +10°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +10°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +9°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით +10°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18, ღამით+6°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +9°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +8°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +7°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +8°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +7°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17, ღამით+5°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+4 °.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +7°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით +2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +13°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +12°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +13°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +14°.
1750682066
ქუთაისში ყოფილი სამხედრო ყაზარმა 6 მლნ ლარად იყიდებაქუთაისში ყოფილი სამხედრო ყაზარმა 6 მლნ ლარად იყიდება. გრიგოლ ხანძთელის ქუჩა №21ა-ში მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზებისათვის აუქციონი 17 ივნისს გამოცხადდა.განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიწის საერთო ფართი 10827 კვ.მ-ია, ხოლო უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.„უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (ყოფილი ე. წ. ყაზარმა; კლუბის შენობა „კოლიზეუმი“). ძეგლებთან მიმართებაში აუცილებელია დაცული იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები და მოთხოვნები. კერძოდ, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ტიპები და სახეები დადგენილია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თაობაზეც საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ იმსჯელებს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“, - ნათქვამია აუქციონის განმარტებით ინფორმაციაში.ცნობისთვის, აუქციონი 2 ივლისს დასრულდება.
1750656844
23 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივნისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14, დღისით +23°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +14.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +14°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +15 °.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +13°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +12°ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +16°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით+10°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება., შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+15°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +12°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +12°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +11°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით +10°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით+8°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შეს. ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შეს. ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, ღამით +9°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლოა ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +11°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლოა ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14, ღამით+3°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით +9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით+9 °.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15, ღამით +5°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის ბოლოს დროგამოშვებით შეს. ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +13°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის ბოლოს დროგამოშვებით შეს. ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +12°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის ბოლოს დროგამოშვებით შეს. ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის ბოლოს დროგამოშვებით შეს. ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +13°.
1750614720
ფუფუნების ბრენდების პროდუქცია ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა - რა არის მიზეზიბოლო დროს, ლუქს ბრენდების მოგება ფასების ზრდის მიუხედავად მცირდება.მიუხედავად იმისა, რომ პირადი ფუფუნების საგნების ბაზარი 2024 წელს 363 მილიარდ ევროს (დაახლოებით 415 მილიარდი დოლარი) შეადგენდა, რაც ათი წლის წინანდელ 223 მილიარდ ევროსთან (242 მილიარდი დოლარი) შედარებით ბევრად მეტია, გლობალური საკონსულტაციო კომპანია Bain-ის მონაცემებით, სექტორი მაინც ნელი ტემპით იზრდება.HSBC-ის მონაცემებით, ევროპაში ფუფუნების საგნების ფასები ახლა სულ მცირე 52%-ით გაზრდილია, ვიდრე 2019 წელს.ტენდენცია პანდემიის დროს დაიწყო, როდესაც მაშინდელი ვითარების გამო, კომპანიები იძულებულები გახდნენ მეტი დაეხარჯათ მათი პროდუქციის რეკლამირებასა და წარმოებაზე.ფასები ახლა ისტორიულ მაქსიმუმამდეა გაზრდილი. თუმცა, მომხმარებლები აღარ არიან მზად, მაღალი ფასი გადაიხადონ პროდუქტში, რომლის ხარისხიც იგივე დარჩა.“ეს აღმაშფოთებელია. უმეტესწილად, საქმე იმაში არ არის, რომ მათი ფასი 52%-ით გაუმჯობესდა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ხარისხი არ გაზრდილა“, - განაცხადა ახალგაზრდული კულტურის პლატფორმა Highsnobiety-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ფიშერმა CNN-თან სატელეფონო საუბრისას.როგორც ჩანს, მკვეთრმა ფასნამატმა გაყიდვები დააზარალა, რამდენიმე კომპანიამ კი იმედგაცრუების მომგვრელი რიცხვები გამოაქვეყნა.მაგალითად, Chanel-ის ოპერაციული მოგება 2024 წელს 30%-ით შემცირდა და 4.48 მილიარდ დოლარს მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი, როგორც წესი, ფასებს წელიწადში ორჯერ ზრდის, წელს ამას არ გააკეთებს.რა ხდის პროდუქტს ძვირად ღირებულ ბრენდად?ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველაფერი, რასაც აქვს მაღალი ფასი და ხარისხი, შეიძლება გაიყიდოს პრემიუმ კლასის ნივთად.ბრენდები სულ უფრო ხშირად არეკლამენენ მათი პროდუქციის ისტორიულ და მემკვიდრულ წარმომავლობას, რათა აღადგინონ ნდობა და ემოციური კავშირი მომხმარებელთან - ეს არის ერთგვარი გასამართლებელი ფაქტორი იმისა, თუ რატომ ღირს ბრენდი მაღალი ფასი.თუმცა, გაყიდვების გასაზრდელად, სულ ახლახანს, იტალიურმა ფუფუნების ბრენდმა Ferragamo-მ დაიქირავა კონტენტის შემქმნელი ვოლკან ილმაზი, რომელიც აანალიზებს და იკვლევს პრემიუმ ტყავის ნაწარმს და აფასებს მათ ღირებულებას.ივნისში, იტალიელმა პრემიუმ კლასის ფეხსაცმლის მწარმოებელმა Santoni-მ გამომცემლობა Assouline-თან თანამშრომლობით გამოუშვა ახალი, სქელყდიანი წიგნი, რომელიც 180-ზე მეტ სურათს შეიცავს. ის ასახავს ლეიბლის განვითარებას ხუთი ათწლეულის განმავლობაში იტალიის რეგიონში.მოგების შემცირების ფონზე, ბრენდები ცდილობენ ისტორიული იმიჯის შექმნას, რომელიც მათი ნაწარმის ფასს გაუსვამს ხაზს და მყიდველს დაარწმუნებს ბრენდის უნიკალურობაში.წყარო: cnn.com