სამხრეთ ევროპა ცეცხლის ალში - როგორია ამჟამინდელი ვითარება

მსოფლიო 1755512062
ხანძარი

სამხრეთ ევროპის ქვეყნებში რეკორდული სიცხით გამოწვეული ხანძრების ჩაქრობა კვლავ ვერ ხერხდება. სტიქია განსაკუთრებით ესპანეთს, პორტუგალიას, საბერძნეთს, ალბანეთსა და მონტენეგროს უტევს. რთულია ვითარება თურქეთშიც. ზოგიერთ ქალაქში ტემპერატურა დღისით 40°C-ზე ქვევით არ ჩამოდის.

მხოლოდ ესპანეთში სტიქიურმა უბედურება 158,000 ჰექტარი ტყე გაანადგურა. შედარებისთვის, ცენტრალური ლონდონი დაახლოებით სწორედ ამ ზომისაა. ცეცხლსაშიშ ზონებში ჩაიკეტა გზები და შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა. ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონები, სადაც სტიქია განსაკუთრებით მძვინვარებს, ხელისუფლებამ საშიშროების უმაღლეს ზონად გამოაცხადა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ამ დროისთვის სტიქიურმა უბედურებამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სიკვდილიანობის კუთხით რთულია ვითარება ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ესპანეთის მეზობელ პორტუგალიაში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი მაშველი და გუარდას რეგიონის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ცეცხლის ტორნადომ იმსხვერპლა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა ალბანეთშიც. თურქეთში კი ეს მაჩვენებელი 18-ს აღწევს.

ახლა ყურადღების ცენტრში პორტუგალიაა, სადაც რამდენიმე მასშტაბურ ტყის ხანძარს 4,000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. მათი უდიდესი ნაწილი გუარდას რეგიონშია მობილიზებული. ვითარებას კი რთული რელიეფი და შეზღუდული რესურსები ამძიმებს.