1730984410
ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს - რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა დაიბრუნეს
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. როგორც CNN წერს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა მიიღო, დემოკრატების კანდიდატმა კამალა ჰარისმა კი - 223.
ცნობისთვის, გამარჯვებისთვის კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა სჭირდებოდა.
შესაბამისად, ტრამპი თეთრ სახლში მეორე ვადით ბრუნდება. მან ფლორიდაში მხარდამჭერებს უკვე მიმართა, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს დარჩება დღედ, როცა ამერიკელმა ხალხმა საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნა.
ტრამპმა უკვე მიიღო სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის ლიდერების მილოცვები.
აღსანიშნავია ისიც, რომ რესპუბლიკელებმა მოიპოვეს კონტროლი აშშ-ს სენატზე და პირველად დაიბრუნეს უმრავლესობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. წარმომადგენელთა პალატისთვის კი ბრძოლა კვლავ გრძელდება.
1730962176
1731071810
ნოემბერში აფხაზეთზე რუსი დამსვენებლების მოთხოვნა 5-ჯერ გაიზარდანოემბერში რუსების ჯავშნების რაოდენობით უცხოური ქვეყნების ტოპ 10-ეულში საქართველო მეოთხე ადგილზეა. რეიტინგს სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის რუსული სერვისის, „ოსტროვოკის“ პრესსამსახური ავრცელებს.თუმცა „ოსტროვოკი“ ტრადიცილუად ცალკე ასახელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთს, რომელიც ნოემბრის უცხოური მიმართულებების ტოპ 10-ეულში მე-8 ადგილზეა.ტოპ 10-ეული ასეთია: ბელარუსი თურქეთი ტაილანდი საქართველო იაპონია უზბეკეთი სომხეთი აფხაზეთი (საქართველო) ყაზახეთი ჩინეთი „ოსტროვოკის“ მონაცემებით, აფხაზეთზე მოთხოვნა ყველაზე მეტად, ანუ ხუთჯერ, ხოლო ყაზახეთზე ოთხჯერ გაიზარდა. იაპონიაზე, უზბეკეთზე, სომხეთსა და თურქეთზე მოთხოვნა გაორმაგდა.მთლიანობაში, ნოემბრის დასვენების დღეებში უცხოურ მიმართულებებზე რუსების დაჯავშნის ტემპი გასული წლის მაჩვენებლებს 77%-ით აჭარბებს. ამასთან, თუ გასულ წელს საახალწლო მოგზაურობებისთვის საზღვარგარეთის სასტუმროებში ჯავშნები, დაახლოებით, 19%-ს შეადგენდა, წელს მოახლოებული დღესასწაულებისთვის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 28%-ამდე გაიზარდა.თუმცა წელს რუსების სადღესასწაულო ჯავშნების საშუალო ღირებულება, გასული წელთან შედარებით, 8%-ით, ანუ დღე-ღამეში 9,2 ათას რუბლამდე (94,5 დოლარამდე) შემცირდა.მოგზაურობის დაგეგმვის რუსული სერვისის, OneTwoTrip-ის მონაცემებით, წელს რუსებს ნოემბრის არდადეგების გატარება საზღვარგარეთ უფრო ურჩევნიათ. კერძოდ, საზღვარგარეთის ქვეყნებში სასტუმროების შეკვეთის წილი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38,5%-ით გაიზარდა და 36% შეადგინა.
1731054505
საქართველოს სავალუტო რეზერვები 6-წლიან მინიმუმზეა - როგორია სტატისტიკასაქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2-წლიან, სავალუტო რეზერვები კი ფაქტობრივად, 6-წლიან მინიმუმზეა.საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა 2.994 მლრდ დოლარს შეადგენს, ამაზე ნაკლები დოლარი ქვეყანას 2018 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც ვალუტის მოცულობა 2.888 მლრდ დოლარს შეადგენდა.რაც შეეხება მთლიან რეზერვებს, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით 4.085 მლრდ დოლარს შეადგენს, ამაზე ნაკლები მოცულობის რეზერვი ქვეყანას ბოლოს 2022 წლის ნოემბერში ჰქონდა - 4.636 მლრდ დოლარი.აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 627 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რაც ერთთვიან ინტერვალში რეკორდული მაჩვენებელია. (სექტემბერი - 3.635 მლრდ დოლარი, ოქტომბერი - 2.994 მლრდ დოლარი). მთლიანად კი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვებიც მოცულობა 1.671 მლრდ დოლარით შემცირდა (2023 წლის ოქტომბერი - 4.665 მლრდ დოლარი).ოქტომბერში სავალუტო რეზერვების ასეთი მოცულობით კლების მთავარი მიზეზებია - ერთის მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ გასულ თვეს ჩატარებული ოთხი სავალუტო აუქციონი, რომლის დროსაც 213.4 მლნ დოლარის გაყიდა და მეორე - სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება. ამ უკანასკნელის შედეგები ცნობილი 25 ნოემბერს გახდება.მთლიანად კი წელს ეროვნულმა ბანკმა 539.7 მლნ დოლარი გაყიდა, აქედან სავალუტო აუქციონების გზით ბაზარს 382.1 მლნ დოლარი მიაწოდა, Bmatch პლატფორმის მეშვეობით კი (ოქტომბრის სტატისტიკის გარეშე) 157.6 მლნ დოლარი.ოპონენტები ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვას გაუმართლებელს უწოდებენ, მთავრობა კი „მიზნობრივს“. როგორც რამდენიმე დღის წინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის პოლიტიკას სავალუტო რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, სავალუტო რეზერვები ეროვნული ბანკის მიერ სრულიად მიზნობრივად იქნა დახარჯული და ლარის კურსი სტაბილურ ნიშნულს შეინარჩუნებს.თუმცა ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო.„ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია, საპროცენტთო განაკვეთის თანდათან ნორმალიზებით. ამასთან, სისტემური რისკების მოსაგვარებლად მაკროპრუდენციული ზომებს იყენებდა. მნიშვნელოვანი სავალუტო შესყიდვების მიუხედავად, რეზერვები სსფ-ის ადეკვატურობის კოეფიციენტზე დაბლა დაეცა.ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია, საპროცენტო განაკვეთის თანდათან ნორმალიზებით. ამასთან, სისტემური რისკების მოსაგვარებლად მაკროპრუდენციული ზომებს იყენებდა. მნიშვნელოვანი სავალუტო შესყიდვების მიუხედავად, რეზერვები სსფ-ის ადეკვატურობის კოეფიციენტზე დაბლა დაეცა“, - აღნიშნული იყო სავალუტო ფონდის ანგარიშში.რამდენიმე დღის წინ კი სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში: „ლარის სისუსტე ვალის დინამიკის ძირითად რისკს წარმოადგენს, რადგან, მესამე კვარტლის მდგომარეობით, ცენტრალური მთავრობის ვალის დაახლოებით 71% დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში. საქართველო, ასევე, ჩამორჩება თავის თანატოლებს სავალუტო რეზერვის ადეკვატურობის კუთხით, რომელიც სექტემბრის მდგომარეობით 4,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა… ეს მხოლოდ 2,6 თვის საგარეო გადახდებს ფარავს, მაშინ, როცა BB-რეიტინგის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4,7 თვეს შეადგენს“, - წერია Fitch-ის ანგარიშში.
1731048790
დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარი შედგება - nbcდონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა ფიქრობს, რომ მათი საუბარი შედგება, – ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ წერს.„ვფიქრობ, ჩვენ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, არჩეულმა პრეზიდენტმა გამოცემასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ „ძალიან მალე ერთად წავლენ ლანჩზე“.
1730968829
მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში დაბრუნდა - როგორია ბიზნესმენის ქონებაყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მსოფლიოს 500 მილიარდერების რეიტინგში დაბრუნდა.განახლებული მონაცემებით, ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერებს შორის ამჟამად 497-ე ადგილს იკავებს, მისი ქონება კი 6.29 მილიარდ დოლარს შეადგენს.ცნობისთვის, 49 წლის ბიზნესმენი Bloomberg-ის მილიარდერების სიას 2024 წლის 21 სექტემბრის მას შემდეგ გამოეთიშა, რაც მისი კომპანიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.უფრო კონკრეტულად, საუბარია Culper Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფინტექს „ამერიკელი ინვესტორები და მარეგულირებლები სისტემურად შეჰყავდა შეცდომაში“.ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა მიხეილ ლომთაძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Culper Research-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „არაზუსტი“ და მიზნად ისახავს „ინვესტორების დაბნევას“.Culper Research-ის კვლევის გავრცელების შემდეგ, 19 სექტემბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ლომთაძის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 20%-ით დაეცა. Forbes-ის მონაცემების მიხედვით კი 22 სექტემბერს მისი ქონება 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 581-ე ადგილზე იყო, Bloomberg-ის რეიტინგში კი ვეღარ ხვდებოდა.რაც შეეხება Forbes-ის ამჟამინდელ მაჩვენებლებს, ლომთაძის ქონება 5.8 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, რითაც რეიტინგში კვლავ 581-ე ადგილს იკავებს.ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს რამდენიმე თვის განმავლობაში „გაეთიშა“.
1730963350
რა მიზეზებით ვერ აბარებენ მსურველები ქალაქში მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასრადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მართვის მოწმობის აღების მსურველები ქალაქში პრაქტიკულ გამოცდას ვერ აბარებენ.მისი თქმით, წარუმატებლობის პირველი და უმთავრესი მიზეზი ადამიანების მოუმზადებლობა და შესაბამისი ცოდნის არქონაა. როგორც მან აღნიშნა, თანხების უქონლობის გამო, ბევრი მსურველი უბრალოდ საერთოდ არ არის მომზადებული ამ გამოცდისთვის.„ბევრი ადამიანი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის მომზადებას გადის მხოლოდ დახურულ სასწავლო მოედანზე და ისე ცდილობს ჩაბარებას, რომ ქალაქში მანქანით არც კი არის გასული. პრაქტიკული გამოცდის მეორე ნაწილი, ვიცით, რომ არის ქალაქში და ამისთვის მომზადება, თეორიის ტესტებთან და დახურულ მოედანზე სწავლებასთან ერთად, დამატებითი ხარჯია. ერთი გაკვეთილი დაახლოებით 30, 45 ან 50 ლარი ღირს, რომელიც 30-40 წუთი გრძელდება.ის, თუ რამდენი გაკვეთილი იქნება საჭირო ქალაქში მოძრაობის სწავლისთვის, ინდივიდუალურია. ზოგს შეიძლება 2 ან 5 გაკვეთილი დასჭირდეს, ზოგს 10 და აქ, რა თქმა უნდა, ხარჯებიც გასათვალისწინებელია. ბევრს არ აქვს სათანადოდ მომზადებისთვის საჭირო თანხა“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.მან ქალაქების გზებზე არსებულ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება და ისიც აღნიშნა, რომ იშვიათად, თუმცა არის შემთხვევები, რომლის დროსაც გამოუცდელი მძღოლი წესების დარღვევას, ფაქტობრივად, ვერ ასცდება.„რა თქმა უნდა, ქალაქში გამოცდის ჩაბარება ბევრად რთულია, ვიდრე მოედანზე. რეალურ პირობებში ხშირად არის შემთხვევა, რომ ქვეითი ან სხვა მანქანა გიჭრის გზას და ადამიანი, რომელიც არ არის შეჩვეული ქალაქში მანქანის მართვას, შესაბამისად ვერ რეაგირებს ხოლმე.სწრაფად დამუხრუჭებაც ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, რის გამოც ხდება ქულების ჩამოკლება. არსებობს მოსაზრება, რომ ქალაქის გამოცდაზე ადამიანებს ძალით ჭრიან, მაგრამ ჩვენ როცა გვისაუბრია იმ მოქალაქეებთან, ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, ხშირად აღმოჩენილა, რომ მათ არ ჰქონდათ გავლილი ქალაქში სწავლება. არის ბევრი სიტუაცია, რომლისთვისაც ადამიანი მომზადებული უნდა იყოს და გასაუბრებისას გარკვეულა, რომ მარლაც მათი ბალი იყო.თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ქალაქებში არის გარკვეული ადგილები, სადაც შეუძლებელია არ დაარღვიო მოძრაობის წესები. ადამიანები ამბობენ ხოლმე, რომ ისეთ ადგილებში გვატარეს, წესებს აუცილებლად დავარღვევდითო. მაგალითად, ეს ეხება ადგილს, სადაც ერთ დღეს შეიძლება იდგეს კონკრეტული ნიშანი და მეორე დღეს აღარ. ასეთი ადგილების არსებობასაც ვერ უარვყოფთ.გზაზე ახლად გასული მძღოლისთვის, ასევე პრობლემაა მოპედების მოძრაობა, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა თავისუფალ სივრცეში გადაადგილდებიან. მე პირადად, მინახავს, როგორ გადმოუჭრა ავტობუსის ზოლიდან მოპედმა გზა საგამოცდო მანქანას და ძალიან მცირე მანძილით ავცდით საგზაო შემთხვევას“, - აღნიშნა ირაკლი იზორიამ.როგორც მან განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა, რომ მართვის მოწმობის გამოცდაზე გასული ადამიანების მხოლოდ 50% ახერხებს ტარების უფლების მოპოვებას, ნეგატიურია, რადგან ეს სწორედ შესაბამისი ცოდნის არქონაზე მიუთითებს.