ტრამპი საკუთარი სუნამოების გაყიდვებს იწყებს - რა ეღირება “Victory 45-47“

მსოფლიო 1751373823
სუნამო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სუნამოების ბიზნესს დაუბრუნდა. მან ახალი სუნამოების კოლექცია წარადგინა, რომელიც მისი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ვადებს ეძღვნება და ჰქვია Victory 45–47.

ტრამპის თქმით, სუნამოები „გამარჯვებაზე, ძალაუფლებასა და წარმატებაზეა“. აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა ამის შესახებ Truth Social-ზე დაწერა.

Victory 45–47 იქნება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხაზი და თითოეულის ფასი 249 დოლარია.

„ტრამპის სუნამოები აქ არის. მათ Victory 45–47 ჰქვია, რადგან ისინი გამარჯვებას, ძალაუფლებასა და წარმატებას ეხება... როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. შეიძინეთ და არ დაგავიწყდეთ მეორეს ყიდვა თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. ისიამოვნეთ...“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ოქროს ბოთლებს თავზე რამპის მინიატიურული ქანდაკება ამშვენებს.

მამაკაცებისთვის განკუთვნილი სურნელი აღწერილია, როგორც „მდიდარი მამაკაცური ნოტებისა დახვეწილი“ კომბინაცია.

ქალის ვერსია ხასიათდება „თავდაჯერებულობის, სილამაზისა და შეუჩერებელი მონდომების აკორდებით“.

გასული წლის დეკემბერში ტრამპის პირველი სუნამო, „Victory 45“, სრულად გაიყიდა. ასევე გაიყიდა „Fight, Fight, Fight“, ხაზი, რომელსაც სახელი მისი საარჩევნო სლოგანის მიხედვით დაერქვა.

სუნამო ტრამპის ბიზნესების მხოლოდ მცირე ნაწილია. არსებობს ტრამპის საათები. ახალი კრიპტოვალუტა სახელწოდებით „$TRUMP“. მას ასევე აქვს სასაჩუქრე წიგნი სახელწოდებით „გადავარჩინოთ ამერიკა“.

Forbes-ის მონაცემებით, იანვრიდან მოყოლებული, ტრამპმა მხოლოდ თავისი კრიპტოვალუტიდან სავარაუდოდ 315 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.