ტრამპის განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადებს

მსოფლიო 1746684883
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადებს.

„ოვალურ კაბინეტში დიდ და უაღრესად პატივსაცემ ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. პირველი მრავალთაგან“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა გამოცემა The New York Times-ი წერს, რომ ეს სახელმწიფო შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი იყოს.