1738134893
ტრამპმა აშშ-ში ისრაელის მსგავსი “რკინის გუმბათის“ მშენებლობის ბრძანებას ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის რკინის გუმბათის მსგავსი ფარის მშენებლობა მისთვის მთავარი პრიორიტეტია. მან ამის შესახებ ორშაბათს თქვა და მოგვიანებით დაადასტურა, რომ შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
ტრამპმა დაავალა თავდაცვის მდივანს 60 დღის განმავლობაში წარედგინოს „შემდეგი თაობის სარაკეტო თავდაცვის ფარის“ იმპლემენტაციის გეგმა. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.
"ახლა კი ჩვენ გვაქვს ფენომენალური ტექნოლოგია. თქვენ ამას ხედავთ ისრაელთან დაკავშირებით. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ამის უფლება და ყველაფერი გაკეთდება სწორედ აქ, აშშ-ში 100%-ით",- განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ გასცა დაპირება ისრაელის რკინის გუმბათის სისტემის მსგავსის შექმნაზე შეერთებული შტატებისთვის.
1738151053
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდალარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს.უფრო კონკრეტულად, 2024 წლის დეკემბერში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 12.63% შეადგინა, რაც 0.6%-ით არის გაზრდილი თვიურ, ხოლო 1.37%-ით წლიურ მაჩვენებელზე.ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 12.03% იყო, ხოლო 2023 წლის დეკემბერში - 11.26%.ამასთან, სებ-ის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი 2024 წლის დეკემბერში წლიურად 0.27%-ით გაიზარდა და 18.16% შეადგინა. ხოლო, უზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთი (ლარში) 14.66% იყო, რაც 1.42%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდზე.სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თვეების მიხედვით, ასე იცვლებოდა: იანვარი - 11.49% თებერვალი - 11.49% მარტი - 11.46% აპრილი - 11.17% მაისი - 11.3 % ივნისი - 11.4 % ივლისი - 11.57 % აგვისტო - 11.67 % სექტემბერი -11.8 % ოქტომბერი - 11.85 % ნოემბერი - 12.03 % დეკემბერი - 12.63 % ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 29 იანვრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე დატოვა.
1738148905
NBC - აშშ-ს ემიგრაცის სამსახურს ბიუჯეტი არ ჰყოფნის - თეთრი სახლი თანხების მოძიებაზე მუშაობსამერიკის შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ორგანოს (ICE), რომელსაც მასობრივი დეპორტაციის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების აღსრულება ევალება, ბიუჯეტის დეფიციტი ემუქრება. ამის გამო კი, 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა უწყებებიდან ფინანსების გადამისამართების საკითხზე მუშაობს - ინფორმაციას NBC News-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის, კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა (CISA) და სანაპირო დაცვისგან თანხების აღების შესაძლებლობას იკვლევს.როგორც NBC News-ი წერს, ტრამპის ადმინისტრაციას უფლება აქვს, გადაანაწილოს კონგრესის მიერ ათვისებული თანხები შიდა უსაფრთხოების დაპარტამენტის ფარგლებში (DHS) ერთი სააგენტოდან მეორეზე, თუმცა თეთრმა სახლმა ასეთი ქმედებების შესახებ კონგრესს უნდა აცნობოს, რადგან ფინანსური სახსრების გადარიცხვის მასშტაბები შეზღუდულია.როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ადმინისტრაცია არ იქნება პირველი, ვინც ამას ICE ბიუჯეტის დეფიციტის ასანაზღაურებლად გააკეთებს.აღსანიშნავია, რომ ICE-ის ბიუჯეტში 230 მილიონი დოლარის დეფიციტი იყო ტრამპის გაპრეზიდენტებასა და დეპორტაციის გაძლიერებამდეც, როდესაც დღეში, დაახლოებით, 282 პირის დაკავება აღირიცხებოდა. ახლა კი, ICE-მ ერთ დღეში 1 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. DHS-ის მაღალი თანამდებობის პირებმა ICE-ის ლიდერებს განუცხადეს, რომ სააგენტომ დღეში 1 200-დან 1 500-მდე ადამიანის დაპატიმრება უნდა შეძლოს.DHS-ის ყოფილმა და ამჟამინდელმა ოფიციალურმა პირმა NBC News-ს უთხრეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ერთი ადამიანის დეპორტაციის საშუალო ღირებულება, დაახლოებით, 10 500 აშშ დოლარი ჯდებოდა. აღნიშნულ თანხაში შედის - არალეგალი პირის დაკავება, მის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სამშობლოში ფრენის ხარჯები.შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ინუგურაციის შემდეგ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ხელისუფლებას აძლევს უფლებას, ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე არალეგიტიმური მიგრანტების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს.bpn.ge
1738072867
დემნა გვასალიას საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიანიჭესფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიიღო.დიზაინერის დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის კულტურის სამინისტროში ჩატარდა. ჯილდო გვასალიას კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ გადასცა. დიზაინერს ეს ჯილდო, მოდისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადასცეს.
1738047470
ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის სახელზე, 27 იანვარს კიდევ ერთი ახალი კომპანია დარეგისტრირდაბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საქართველოში კიდევ ერთი კომპანია დაფუძნდა. ამჯერად სააქციო საზოგადოება „ჯი სი ეფ საქართველო“, რომელიც რეესტრში 27 იანვარს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეა. აღსანიშნავია, რომ ერთკვირიან ინტერვალში ეს უკვე მეორე კომპანია, რომელიც რეესტრში ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა.რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სს „ჯი სი ეფ საქართველოს“ სამკაციანი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს - ივანე ხვედელიძე, ირინე ქინქლაძე, გელა კობერიძე. კომპანიის დირექტორი კი დავით გალუაშვილია. სს-ის იურიდიულ მისამართად კი „ქართუ ჯგუფის“ ოფისია მითითებული.დოკუმენტაციის მიხედვით, სს „ჯი სი ეფ საქართველოს“ ნებადართული კაპიტალი 100 მლნ ლარს შეადგენს, კომპანიის განთავსებული კაპიტალი 100 000 ლარია, განაღდებული კაპიტალი კი 25 000 ლარს შეადგენს.აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ივანიშვილი საქართველოში ფლობდა შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებს“ და შპს „ჯი სი ეფ ჰოლდინგ ჯორჯიას“. „ჯი სი ეფ პარტნიორების“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია, დირექტორი კი დავით გალუაშვილი. რაც შეეხება „ჯი სი ეფ ჰოლდინგ ჯორჯიას“, რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული „ფრენკსტონ ინტერნეიშენალი“ ფლობს. მისი დირექტორი კი ცოტნე ებრალიძეა.აღსანიშნავია, რომ ამ ორივე კომპანიასთან იყო დაკავშირებული "თანაინვესტირების ფონდი", რომელიც ივანიშვილმა 2013 წელს დააფუძნა.შეგახსენებთ, რომ აქამდე, 2025 წლის 20 იანვარს დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „ლუსოლი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა, დირექტორი გელა კობერიძე. სააქციო საზოგადოება „ლუსოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარ დეკანოიძე, წევრები კი ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი არიან.ცოტა უფრო ადრე, 2024 წლის 31 დეკემბერს, რეესტრში ბიძინა ივანიშვილის შვილის უტა ივანიშვილის სახელზე ახალი კომპანია სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“ დარეგისტრირდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ კომპანიაზე გადაფორმდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორში, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანია.ასევე 2024 წლის 31 დეკემბერს, შპს-ზე „ტერა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია, გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, რომლის საკუთრებაშიც გადაფორმდა ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული, პანამაში რეგისტრირებული კომპანიის Limestone Finance International-ის საკუთრებაში არსებული 7 კომპანია.ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი ახალი კომპანიის დაფუძნება კი, სავარაუდოდ, მის მიერ ოფშორული ზონებიდან აქტივების გამოტანასთან არის კავშირში.bpn.ge
1737955800
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 27 იანვარს ელექტრომომარაგება?თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, თამარაშვილის და სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, VI კვარტალების და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.