ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა

მსოფლიო 1738134893
ნავთობი

ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა. ინფორმაციას გამოცემა Reuters სავაჭრო კომპანიებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შესყიდვის შეჩერების მიზეზი ტვირთის გადაზიდვის მაღალი საფასური გახდა. კომპანიების ინფორმაციით, რუსული ნავთობის, ESPO-ს ბარელი, რომლის ექსპორტი წყნარი ოკეანიდან ხდება, ICE Brent ნავთობთან შედარებით $3-5 დოლარით გაძვირდა.

ცნობისთვის, 10 იანვარს აშშ-მ ყველაზე მსხვილი სანქციების პაკეტი მიიღო, რომელმაც შეზღუდვები რუსული ნავთობს და გაზის ექსპორტს დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა 4-დან 2 ყველაზე მსხვილი რუსული სანავთობო კომპანია – გაზპრომ ნეფტი და სურგუტნეფტგაზი. ასევე სანქციები შეეხო 180 რუსულ ტანკერს. სანქციებმა კი გამოიწვია ის გაძვირება, რომლის გამოც ჩინეთს და ინდოეთს რუსული ნავთობის მიღებაზე უარის თქმა მოუწია.