ვინ არიან ამერიკაში მცხოვრები უმდიდრესი იმიგრანტები?

მსოფლიო 1753512120
იმიგრანტები

შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა ყოველთვის იზიდავდა დიდი ოცნებებისა თუ მიზნების მქონე ადამიანებს. განვითარების არნახული შესაძლებლობის ფონზე, სხვადასხვა წარმომავლობის უამრავმა ადამიანმა შეძლო თავისი თავის გამოვლენა და სახელის დამკვიდრება.

Forbes-ის მონაცემებით, დღესდღეობით, შტატებში მცხოვრები უცხოეთში დაბადებული მილიარდერი იმიგრანტების რაოდენობა 125-ს შეადგენს. მათი საერთო ქონება კი $1.3 ტრილიონს აჭარბებს. ფაქტობრივად, ისინი ქვეყნის სიმდიდრის 18%-ს აკონტროლებენ. მილიარდერი იმიგრანტებიდან ყველაზე მეტი, 53 ადამიანი ტექნოლოგიურ სფეროში აქტიურობს, 28 - ფინანსებში.

უცხოეთში დაბადებულ მილიარდერს შორის, რომელთაც წარმატებას შტატებში მიაღწიეს, პირველი სამხრეთ აფრიკელი ილონ მასკია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ქონება $393.1 მილიარდად არის შეფასებული. მას მოჰყვება რუსი სერგეი ბრინი $139.7 მილიარდით და ტაივანელი იენსენ ჰუანგი $137.9 მილიარდი დოლარით.

აღსანიშნავია, რომ 125 მდიდარ იმიგრანტს შორის ყველაზე მეტი ინდოეთიდანაა. მათი რაოდენობა 2022 წლის შემდეგ ორჯერ, 12 მილიარდერამდე გაიზარდა. ინდოელთა შორის ყველაზე მდიდარი ჯეი ჩოდრი, $17.9 მილიარდ დოლარს ფლობს.

შტატებში მცხოვრები უმდიდრესი იმიგრანტების ათეული კი ასეთია:

  • ილონ მასკი - $393.1 მლრდ (სამხრეთ აფრიკა)
  • სერგეი ბრინი - $139.7 მლრდ (რუსეთი)
  • იესენ ჰუანგი - $137.9 მლრდ (ტაივანი)
  • ტომას პეტერფი - $67.9  მლრდ (უნგრეთი)
  • მირიამ ადელსონი - $33.4 მლრდ (ისრაელი)
  • რუპერ მურდოკი - $24 მლრდ (ავსტრალია)
  • პიტერ თიელი - $21.8 მლრდ (გერმანია)
  • ჯეი ჩოდრი - $17.9 მლრდ (ინდოეთი)
  • იან კოუმი - $16.9 მლრდ (უკრაინა)
  • ჯონ თუ - $14.1 მლრდ (ჩინეთი)