ვინ არიან ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები მსოფლიოში

მსოფლიო 1718704819
კვარაცხელია

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 27-ე ადგილზეა. მისი ღირებულება 80 მლნ ევროს შეადგენს. თუმცა, არიან სხვა ქართველი ფეხბურთელებიც, რომელთა ფასი ასევე იზრდება. მათ შორის, არიან გიორგი მამარდაშვილი 35 მლნ ევროთი, გიორგი მიქაუტაძე 15 მლნ ევროთი და ა.შ.

რაც შეეხება მსოფლიოში ამ ეტაპზე ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს, Transfermarkt-ზე, პირველ ოთხეულში არიან ჯუდი ბელინგემი, ერლინგ ჰოლანი, ვინიციუს ჯუნიორი და კილიან მბაპე - 180 მლნ ევროთი.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების პირველ ათეულს, რომელიც სამენეჯერო კომპანიის საიტზე ამ ეტაპზე ასე გამოიყურება: 

  • ჯუდი ბელინგემი - 180 მლნ ევრო (ინგლისი/ირლანდია)
  • ერლინგ ჰოლანი - 180 მლნ ევრო (ნორვეგია)
  • ვინიციუს ჯუნიორი - 180 მლნ ევრო (ბრაზილია/ესპანეთი)
  • კილიან მბაპე - 180 მლნ ევრო (საფრანგეთი/კამერუნი)
  • ფილ ფოდენი - 150 მლნ ევრო (ინგლისი)
  • ბუკაიო საკა - 140 მლნ ევრო (ინგლისი/ნიგერია)
  • ფლორიან ვირცი - 130 მლნ ევრო (გერმანია)
  • კამალ მუსიალა - 120 მლნ ევრო (გერმანია/ინგლისი)
  • ფედერიკო ვალვერდე - 120 მლნ ევრო (ურუგვაი/ესპანეთი)
  • დეკლან რაისი - 120 მლნ ევრო (ინგლისი/ირლანდია)