ზელენსკი "ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს

მსოფლიო 1733386490
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების მომზადების ბრძანება გასცა. ამის შესახებ თავად ზელენსკი "ტელეგრამზე" წერს.

"ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ პასუხს და ვმუშაობთ ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად კონკრეტულ ნაბიჯებზე", - წერს ზელენსკი და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები სამარცხვინოა.

"სირცხვილია, რასაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებენ და როცა მოსკოვი საქართველოს მთავრობას აქებს, ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ ვისთვის მუშაობენ ისინი თბილისში და ვისთვის არბევენ აქციებს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ქვეყანას რუსეთზე მკაფიო დამოკიდებულებისკენ უბიძგებს.