• Ƀ/$

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი მეორედ გახდა

8 ნოემბერი 15:37, 2017 წელი | კომპანიები

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უკვე მეორედ გახდა ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2014 წელს პირველად მიიღო ხარისხის მართვის სამწლიანი სერტიფიკატი ISO 9001:2008 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.


ხარისხის მართვის სისტემა მიზნად ისახავს ორგანიზაციის სამუშაო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას და ეფექტიანობის ამაღლებას. 2017 წელს, ხელახალი რესერტიფიცირების მიზნით, გერმანული კომპანიის DQS GmbH აუდიტორებმა შეამოწმეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის შესაბამისობა ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსიის მოთხოვნებთან, რომელიც უფრო მეტად არის ორიენტირებული ბიზნესის მართვის გაუმჯობესებასა და სისტემის შედეგიანობაზე.


საერთაშორისო აუდიტორების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს. დასკვნის საფუძველზე, კომპანია DQS GmbH-მა გასცა შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. DQS GmbH წარმოადგენს ხარისხის საერთაშორისო ქსელის (IQNet) წევრ მასერტიფიცირებელ ორგანოს. შესაბამისად, სსე გახდა IQNet-ის სერტიფიკატის მფლობელიც. სერტიფიკატი სსე-ს სამი წლის ვადით მიენიჭა.


ამ პერიოდში სერტიფიცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ზედამხედველობის ორი აუდიტის ჩატარებას.


„სტანდარტის ახალი ვერსიის შესაბამისობის სერტიფიკატის მოპოვებით, ჩვენი კომპანია დგას იმ კომპანიების გვერდით, რომელთაც წამყვანი პოზიციები უჭირავთ ბიზნესის სამყაროში“, - განაცხადა სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.


მსგავს თემაზე:

ენერგეტიკოსის თქმით, დარიალ ჰესის მშენებლობა ენერგო დეფიციტის აღმოსაფხვრელად აუცილებელია


გაზი პოლიეთილენის მილებში – აფეთქების მუდმივი საფრთხე და საკანონმდებლო ხვრელები


მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ტენდერზე 14 წინასაკვალიფიკაციო წინადადება წარადგინეს


ელექტროენერგიის მიღების ინდექსით „Doing Business “-ის ანგარიშში საქართველო დაწინაურდა


ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მოუწოდებს



სხვა სიახლეები