• Ƀ/$

სახაზინო აუქციონზე 25 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

18 აპრილი 13:59, 2018 წელი | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე,  2018 წლის 18 აპრილს, 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

აუქციონში მონაწილეობა  სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  42 746 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.070 პროცენტით, მაქსიმალური 9.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.072პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.


სხვა სიახლეები