• Ƀ/$

პოლონეთის პრემიერი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ჰიბრიდულ იარაღს უწოდებს

28 მაისი 15:31, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „გაზპრომის“ პროექტი და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელთა მატარებელიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“.

 wPolityce-ს ცნობით, ამის შესახებ პრემიერმა პოლონეთის სეიმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ბოლო დღეს განაცხადა.


„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და სოლიდარობისათვის დიდი საფრთხის მატარებელია, ეს არის ახალი ჰიბრიდული იარაღი, რომელიც ევროკავშირსა და ნატოზეა დამიზნებული, ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მოწამლული აბი“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა.


მისივე თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ რუსეთისთვის საკმარისი სახსრების მომტანი აღმოჩნდა თავისი არმიის გასაძლიერებლად, რაც აგრესიაში გადაიზარდა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.


„უსაფრთხოების სფეროში დღეს არსებული ვითარება ადასტურებს, რომ ჩვენს რეგიონში ჯარების განთავსების ისტორიული გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. მადლობელი ვართ ჩვენი მოკავშირეების, უსაფრთხოებაში მათი წვლილისთვის“, – აღნშნა მორავეცკიმ.


„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მეშვეობით 2019 წლის ბოლოდან რუსეთიდან გერმანიაშიმ, ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, ყოველწლიურად 55 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას განახორციელებს.


პროექტის მოწინააღმდეგეები – მათ შორის პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, აშშ და დანია – ამტკიცებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი–2“ ევროკავშირის რუსულ „გაზპრომზე“ დამოკიდენბულებას გაზრდის, რომელიც დღეს უკვე აწვდის ევროპას მოხმარებული ბუნებრივი გაზის დაახლოებით 30%–ს.


შეერთებული შტატები იმ ქვეყნებს რომელებიც „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას სანქციებით ემუქრება. გადაწყვეტილებას სახელმწიფო დეპარტამენტში ნაციონალური უსაფრთხოების მოტივებით ხსნიან.


მსგავს თემაზე:


„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ ქვეყნებს ვაშინგტონი სანქციებით ემუქრება


ლუბმინში „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის გერმანიის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო


გერმანელი ეკოლოგები „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ჩაშლას ცდილობენ


ტრამპი მერკელისგან „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ზე უარის თქმას მოითხოვს


ბულგარეთის პრეზიდენტს რუსეთთან პირდაპირი გაზსადენით დაკავშირება სურს


სხვა სიახლეები