• Ƀ/$

გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტრამპმა მოკლე შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის შესაძლებლობები განიხილეს

12 ივლისი 14:34, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოკლე შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი ორმხრივ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებს შეეხო. 

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.


გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისთვის. პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი საქართველოს ნატოში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე.


 


მსგავს თემაზე:


გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო


ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნები 2019 წლის მარტში ჩატარდება


სხვა სიახლეები