• Ƀ/$

საოკუპაციო ხაზის პირას მდებარე სოფლები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი

27 ნოემბერი 10:43, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ატოცში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

ფონდი გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის პროექტს ახორციელებს.


 „მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად აგრძელებს კონფლიქტისპირა სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე დაემატა სოფელ ატოცის ჭაბურღილის მოწყობა, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და 2019 წლის იანვარში დასრულდება“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ.


გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა სოფლების ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები 2019 წლის იანვარში სრულდება და დაიწყება მეორე ეტაპი, რომელიც 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლები უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით.


მსგავს თემაზე:

სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას პრემიერი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა



სხვა სიახლეები