• Ƀ/$

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ლარი მკვეთრად უფასურდება

25 თებერვალი 15:32 | ფინანსები

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 25 თებერვალს ლარი მკვეთრად თითქმის 2 თეთრით 2.6576-დან 2.6772-მდე გაუფასურდა.

1 იანვარს ლარის ოფიციალური კურსი 2.6727-ს შეადგენდა, მას შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსების მიზნით სულ 9 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, რა დროსაც $135 მლნ შეისყიდა. გარდა ამისა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეამცირა, თუმცა 19 თებერვლისთვის ლარი 3.23 თეთრით 2.6404-მდე გამყარდა. ეტაპობრივი გაუფასურება 20 თებერვალ დაიწყო და 25-ში ოფიციალურმა კურსმა 2.6598-ს მიაღწია.



სხვა სიახლეები