• Ƀ/$

Marriott International-ი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მრავალ მილიონდოლარიან განახლებას აღნიშნავს

25 თებერვალი 19:39 | კომპანიები

სასტუმროების ქსელი „შერატონი“ წარმოგიდგენთ საკულტო შენობის ტრანსფორმაციას საქართველოს დედაქალაქში.

თბილისი, 25 მარტი, 2019. „Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრი „Sheraton Hotels & Resorts“-ი, მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, საზეიმოდ ხსნის „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“.


1 მარტს, სასტუმრო უკვე დაიწყებს ოპერირებას და მიიღებს პირველ სტუმრებს.


„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ამიერიდან ადგილს დაიკავებს უფრო მაღალი, გრანდ კატეგორიის სასტუმროებს შორის, რომლებიც აღიარებულია მიმზიდველი ადგილმდებარეობით, გამორჩეული დიზაინით, სანიმუშო სამზარეულოთი, მაღალი დონის მომსახურებითა და სტუმრებისთვის გაზიარებული საუკეთესო გამოცდილებით.


„დიდი სიამაყით მივესალმებით მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ მსოფლიო ლეგენდის საქართველოში დაბრუნებას. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იწყებს ახალ სიცოცხლეს“, - აცხადებს პანკაჯ ბირლა, „მარიოტ ინტერნეიშენალის“ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი, - „განახლებული სასტუმრო, ახალი ცხოვრების დაწყების პარალელურად, კვლავ საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში შეკრებებისთვის და ღირსეულად გააგრძელებს ლეგენდარული სასტუმრო ბრენდის საქმეს.“                                       


„რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიასთვის“ ამაყობს ძველი „მეტეხი პალასის“ გარდაქმნით, რომელიც ენერგიული ქალაქის შუაგულში დასვენების საუკეთესო ადგილად იქცა,“ - ამბობს „რაკია ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი გეგეჭკორი. - „ჩვენ მადლობას ვუხდით მშენებლობაში მონაწილე ათასობით მუშას, ჩვენს არქიტექტორებს, დიზაინერებს და კონსულტანტებს, ასევე „მარიოტ ინტერნეიშენალის“ რეგიონულ ხელმძღვანელობას, რომელიც დაუღალავად შრომობდა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასისთვის“


ახალი სიცოცხლის მისაცემად. მარიოტის ოჯახის წევრობა, იმ არაჩვეულებრივი სერვისის გათვალისწინებით, რაც შერატონის ბრენდს ახასიათებს, საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებას, ასევე ჩვენს საოცარ დედაქალაქში ჩამოსულ ტურისტებს სამაგალითო მომსახურება გავუწიოთ.“


„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მდინარე მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული. სასტუმროდან იშლება თბილისის თვალწარმტაცი ხედი, ეკლექტიკური არქიტექტურა, აქვეა ბოტანიკური ბაღი, კულტურული ღირსშესანიშნაობები და პრეზიდენტის სასახლე.


220-ნომრიანი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კეთილმოწყობილი ოთახების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. თითოეული ოთახის ინტერიერი გაფორმებულია ქართველი ფოტოგრაფების ექსკლუზიური ნამუშევრებით, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურობა.


ატრიუმში მდებარე Lobby Lounge-ი შესანიშნავი ადგილია მეგობრებთან და


კოლეგებთან შესახვედრად, მსუბუქი კერძებისა და ექსკლუზიური კოქტეილის თანხლებით. ეს სივრცე ხელმისაწვდომია 24/7.


მეათე სართულის რესტორნიდან თბილისის ულამაზესი პანორამა იშლება. აქვეა ბარი, რესტორანი, ლაუნჯი, შეხვედრების ოთახი და ორი ტერასა, რომლებიც ქალაქს გადაჰყურებს.


ვარჯიშის ან რელაქსაციის მიზნით სტუმრებს შეუძლიათ, P’auza სპა და ფიტნეს-ცენტრებში გადაინაცვლონ, სადაც ისარგებლებენ უახლესი კარდიო ტრენაჟორებით, ისიამოვნებენ დახურული და ღია აუზებით, სამასაჟე ოთხებით, საუნებით, ჰამამით, ყინულის აუზითა და სარელაქსაციო ზონებით. სტუმრებს ეძლევათ საშუალება, ჩაიტარონ მრავალფეროვანი სპა-პროცედურები და სრულყოფილად განიტვირთონ დამღლელი მოგზაურობის შემდეგ.


სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი 2,000 კვ.მ სივრცე მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის - 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და ქალაქში ყველაზე დიდი - 1000 კვ.მ. ფართობის დარბაზი საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის, კოქტეილ-წვეულებებისთვის, პერსონალური სადილებისა თუ მრავალრიცხოვანი ქორწილებისთვის.



აქ გამართული ნებისმიერი ღონისძიება სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ: Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace, ან Facebook, Twitter და Instagram გვერდებს @sheratongrandtbilisi.


 


„Sheraton Hotels & Resorts“-ის შესახებ


„Sheraton Hotels & Resorts“-ი „Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრია, რაც ამარტივებს სტუმრებისთვის შემეცნების, რელაქსაციის და დასვენების შესაძლებლობას მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის 450-მდე სასტუმროში. შერატონი აგრძელებს თავისი ბრენდის გაძლიერებას სტუმრებისთვის ინოვაციური გამოცდილების შეთავაზებით, განსხვავებული დიზაინით, მრავალმხრივი მარკეტინგული ქსელითა და მომსახურებაზე განსაკუთრებული აქცენტით.


მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.sheraton.com. ეკონტაქტეთ შერატონს Facebook გვერდის, ასევე Twitter და Instagram საშუალებით, მისამართზე @sheratonhotels.


„შერატონი“ ამაყობს კომპანიის ერთგულების პროგრამებით (Marriott Rewards®, The Ritz-Carlton Rewards® და Starwood Preferred Guest® (SPG), რომლებიც უნიკალურ საშუალებას აძლევს მონაწილეებს, დააგროვონ ქულები, სასტუმროში უფასოდ დაბინავებისთვის, Elite სტატუსის მარტივად მიღებისთვის ან ოთახების დაჯავშნისა და მათით სარგებლობისთვის 129 ქვეყანაში ჩვენი 29 ბრენდის 6,700-ზე მეტ სასტუმროში. პროგრამაში გაწევრიანება უფასოა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:


members.marriott.com.


რას ალ ხაიმას საამიროს ინვესტიციები საქართველოში


რას ალ ხაიმას საამირომ 2006 წლიდან საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა. მათ შორისაა „თბილისი მოლი“, რომელიც ამ სახის პირველი სავაჭრო ცენტრია საქართველოში და ასევე ლეგენდარული „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი, რომლის სრული რეკონსტრუქცია ახალხანს დასრულდა.


სხვა სიახლეები