• Ƀ/$

განახლებადი ენერგიის სასარგებლოდ გერმანია ნახშირის მოხმარებას ანულებს

2 მარტი 13:00 | ტექნოლოგიები

გერმანიას სუფთა ენერგიის მხარდაჭერის პროგრამით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების დახურვას და მათ ქარისა და მზის ელექტროსადგურებით ჩანაცვლებას გეგმავს.

ევროპის მასშტაბით ქარისა და მზის ენერგიის ჯამურ წარმოებაში გერმანია ამჟამადაც ლიდერია. 2017 წელს 56 გიგავატი დაგმული სიმძალვრით გერმანიამ ქარისგან 79 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო. მას მხოლოდ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა აჯობა. მსგავსი სიტუაციაა მზის სადგურებთან მიმართებაშიც. იმავე 2017 წელს გერმანიამ მზისგან 42 გიგავატი დადგმული სიმძლავრით 38 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის მიღება შეძლო. ამ მიმართულებით ჩინეთის, აშშისა და იაპონიის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა.


გერმანიაში ელექტროენერგიის მთელ გენერაციაში ქარის წილი 19%-ს აღწევს, მზის 7%-ს. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ქარისა და მზის ენერგიის წილი 5%-ს არ აღემატება გერმანიის მაჩვენებელი ერთი შეხედვით ძალიან კარგია, მაგრამ მას ერთი დიდი პრობლემა აქვს, ეს ჰიდრორესურსის ნაკლებობაა. რის გამოც განახლებადი ენერგიის წილი ჯამურ გენერაციაში 35%-ს არ აღემატება. მზისგან მიღებული ელექტროენერგია ჰესებისგან მიღებულს თითქმის 2-ჯერ აღემატება რაც თავის მხრივ უნიკალური მოვლენაა.


გერმანია ელექტროენერგიის 40%-ს ნახშირისგან ღებულობს, რაც ყველაზე იაფი წიაღისეულია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მეტად აბინძურებს გარემოს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში ნახშირის წილი თითქმის 30%-ით შემცირდა. მზის, ქარისა და ასევე ბიომასის ენერგიის წილის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის გარდა გერმანიამ გაზზე მომუშავე თბოსადგურების წილიც გაზარდა, რომელიც ნახშირთან შედარებით მინიმუმ 2-ჯერ ნაკლებ მავნე აირს გამოყოფს.


ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს მიზანი ნახშირის მოხმარების 0-მდე შემცირებაა. იმავე გეგმის თანახმად განახლებადი ენერგიის წილი 2025 წლამდე 45%-მდე უნდა გაიზარდოს. გაზზე მომუშავე თბოსადგურები ჯერჯერობით ისევ პრიორიტეტად რჩება.


გერმანიის მწვანე რევოლუცია ატომური ელექტროსადგურების წილის შემცირებასაც ითვალისწინებს, რომელთა წილიც საერთო გენერაციაში ამჟამად 13%-ს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება


N61-ე საჯარო სკოლის სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდა


აშშ-ში მზისა და ქარისგან მიღებული ელექტროენერგის მოცულობა საქართველოს ჯამურ მოხმარებას 30.5-ჯერ აღემატება


5 ახალი ქარის ელექტროსადგური 2020 წელს შევა ექსპლუატაციაში


ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს



სხვა სიახლეები