• Ƀ/$

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება

28 მარტი 17:55 | ფინანსები

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, 1-ელი აპრილიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება. მისი განმარტებით, აღნიშნული მექანიზმი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისკენაა მიმართული:

„ჩვენ შევიმუშავეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება. ყველაფერი გაკეთებულია, ბანკებთან მოლაპარაკებები დასრულებულია და დღეს მთავრობის გადაწყვეტილებაც მიღებულია. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რადგან ის გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის.


და ეს ინიციატივა მისცემს საშუალებას მათ, ვისაც არ აქვთ საკმარისი ქონება ბანკში ჩადონ სესხის აღების დროს, აიღონ სესხი.ეს ეხება სესხის ოდენობას 50 ათასი ლარიდან ორ მილიონ ლარამდე. 70% ამ სესხის უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოსგან და სესხი შეიძლება იყოს ათწლიანი, ანუ საკმაოდ ხანგრძლივი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას. ამ პროგრამის ბიუჯეტი არის 20 მილიონი, თუ ჩვენ დავინახეთ მეტი მოთხოვნა, 2020 წელს გავზრდით ამ ბიუჯეტს" განაცხადა გიორგი ქობულიამ.


მსგავს თემაზე:

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი – $17,8 მლრდ



სხვა სიახლეები